გარი კასპაროვი წლებია რუსეთში აღარ ცხოვრობს.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ სასამართლოზე დაყრდნობით დღეს, 23 დეკემბერს წერს, რომ კასპაროვისთვის დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყება „რუსეთში მისი დაკავების, ან რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრადიციის მომენტიდან“.
გარი კასპაროვისთვის წაყენებული ბრალი - „ტერორიზმის საჯარო გამართლება საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელების, მათ შორის ინტერნეტის გამოყენებით“, ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კონკრეტულად რა ფაქტებს ეხება ბრალი, „ტასი“ არ წერს.
ასევე ნახეთ ხოდორკოვსკის და სხვა რუს ოპოზიციონერებს საქმე აღუძრეს ხელისუფლების მიტაცების და ტერორიზმის მუხლებითრუსეთის ხელისუფლებას პუტინისა და უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე გარი კასპაროვი „უცხოეთის აგენტად“ ჰყავს გამოცხადებული. კასპაროვი „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრშიცაა.
რუსეთის სასამართლომ უკვე მეორედ მიიღო გარი კასპაროვის დაუსწრებლად დაპატიმრების გადაწყვეტილება.
2024 წლის აპრილში ქალაქ სიკტივკარის სასამართლომ კასპაროვს დაუსწრებლად შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა „ტერორისტული გაერთიანების შექმნის“ ბრალდებით.