გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ ბრალის წარდგენის თაობაზე გამართულ ბრიფინგზე, ერთ-ერთ ეპიზოდზე საუბრისას, რომელიც ქოლ-ცენტრებს შეეხებოდა განაცხადა, რომ "გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედიასაშუალებების დამფინანსებელი თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობა, ხოლო თავის მხრივ ოპოზიციური მედიასაშუალებები არ აშუქებდნენ ინფორმაციას ლილუაშვილის მფარველობის ქვეშ არსებული თაღლითური ქოლ-ცენტრების არსებობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ეს ინფორმაცია გააჩნდათ".
ასევე ნახეთ დააკავეს სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილიადვოკატი მარი კაპანაძე წერს, რომ სასამართლომ "მთავარ არხსა“ და „ფორმულას“ გრიგოლ ლილუაშვილის შესახებ მომზადებული რეპორტაჟების გამო 1 ლარის გადახდა დააკისრა და ეს იყო პირველი სარჩელი, "რომელმაც საქართველოში უსაფუძვლო ცილისწამების საქმეებს (ე.წ. SLAPP-ებს) დაუდო საფუძველი. მაშინ ტელეკომპანიებს - "ფორმულას" და "მთავარს", ასევე ლევან ხაბეიშვილს მიადგა და დავობდა, ქოლ-ცენტრების მფარველობას როგორ მაბრალებთ, ეგ ცილისწამებააო".
გრიგოლ ლილუაშვილმა, ტელეკომპანიების წინააღმდეგ საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში მოიგო.
"თურმე ქოლ-ცენტრებში უკანონოდ მოპოვებული ფულით კრიტიკული მედია ფინანსდებოდა და რომ მედია არ აშუქებდა ამ პრობლემას. ისტორიის გადაწერაც ასეთი უნდა - როცა გჭირდება მედიას გაშუქებისთვის უჩივლე, რამდენიმე წელიწადში კი დააბრალე, რომ არ აშუქებდი და თან შეტენე, რომ სწორედ ის იღებდა დაფინანსებას ამ კრიმინალური სქემით. მე არ ვიცი, ვინ უნდა ჭამოს ეს, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ეს აჯაფსანდალი აუცილებლად შეუბრუნდება ყველა ქოცს, როგორც ეს ლილუაშვილს დაემართა", - წერს მარი კაპანაძე ფეისბუკის გვერდზე.
ასევე ნახეთ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დაკავებულ 5 ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს2022 წლის თებერვალში იმჟამად სუსის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ტელეკომპანიებს "მთავარ არხსა" და "ფორმულას" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ლევან ხაბეიშვილს სასამართლოში უჩივლა. მისი ინტერესების დამცველის მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობასთან, თაღლითურ, კრიმინალურ თუ ფულის მოპარვის სქემებთან ან რაიმე სახის დანაშაულებრივ ჯგუფებთან გრიგოლ ლილუაშვილის კავშირის შესახებ, იყო სიცრუე და ცილისწამება.
ასევე ნახეთ სუსის უფროსმა სარჩელი შეიტანა „მთავარი არხის“, „ფორმულისა“ და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგმანამდე 2022 წლის 14 თებერვალს, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა სუსის მაშინდელი ხელმძღვანელი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მიეწვია, რათა მისთვის კითხვები დაესვათ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ "ნაციონალური მოძრაობა" ლილუაშვილს "ქოლ-ცენტრების" საქმეზე პარლამენტში იბარებსამავე დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და მოადგილეებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ მიიწვიონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სხდომაზე.
"პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ და მეორე, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის მიერ და არა "ნაციონალური მოძრაობის" გემოვნების და დღის წესრიგის საფუძველზე", - ეწერა ირაკლი ბერაიას, ალექსანდრე ტაბატაძისა და ვლადიმერ ჩაჩიბაიას ერთობლივ განცხადებაში.
ხაბეიშვილის ბრიფინგს წინ უსწრებდა იმჟამად პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრები წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ.
ასევე ნახეთ ღარიბაშვილის თქმით, "ქოლ-ცენტრები" საქართველოში წინა ხელისუფლების წევრებს აქვთ