ამ შინაარსის განცხადებით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც დაეყრდნო საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ოლეჰ ივაშჩენკოს ანგარიშს.
"სამწუხაროდ, იყო კორელაცია უკრაინის ტერიტორიის ჩინეთის თანამგზავრების მიერ გადაღებასა და რუსეთის მხრიდან ენერგეტიკის შესაბამის ობიექტებზე დარტყმებს შორის", - თქვა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკი 2025 წლის აპრილში ამბობდა, რომ ჩინეთი რუსეთის არმიას იარაღს აწვდის უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის. ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლების შეფასებით ჩინეთის წარმომადგენლები, შესაძლოა, გარკვეული ტიპის იარაღის წარმოებაში არიან ჩართული რუსეთის ტერიტორიაზე.
მიუხედავად რუსეთსა და ჩინეთს შორის მყარი კავშირებისა - რასაც მოსკოვი სტრატეგიულ პარტნიორობად ახასიათებს - პეკინმა არაერთხელ უარყო იარაღის მიწოდება კონფლიქტის რომელიმე მხარისთვის. ოფიციალურად, ჩინეთი ნეიტრალურ პოზიციას იკავებს ომთან მიმართებით და გამოდის მოწოდებით მისი მოლაპარაკების გზით დასრულებისკენ. ამავე დროს, პეკინი არ შეერთებია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
ასევე ნახეთ ტრამპმა ისევ შეაქო ჩინეთთან ურთიერთობები