განახლებულ ელექტრონულ ბაზაში შეიყვანეს საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის მიერ სხვადასხვა დანაშაულისთვის ბოლო 11 თვეში დაკავებული უცხოელები მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან. დაკავებულთა უდიდეს ნაწილს შეადგენენ ლათინური ამერიკის ქვეყნების მოქალაქეები.
ბაზაშია უკრაინის 27, სომხეთის 22, რუსეთის 18, აზერბაიჯანის 3, ყაზახეთის 3, ყირგიზეთის 2, ბელარუსის 2 და მოლდოვის 1 მოქალაქეც.
„უარესთა შორის უარესების“ ბაზაში არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებიც. ყველაზე მეტი - 85 რუმინეთის მოქალაქეა. 8 - საფრანგეთის, ამდენივე პოლონეთის, 7 - პორტუგალიის, 6 - ესპანეთის, 5 იტალიის, 3-3 გერმანიისა და ესტონეთის, 2-2 საბერძნეთისა და უნგრეთის. ბაზაში თითო მოქალაქეა ავსტრიიდან, ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან და ესტონეთიდან.
შიდა უსაფრთხოების სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ ბაზას თან ახლავს ტექსტი, რომ მინისტრ ნოემის ხელმძღვანელობით ამ სამინისტროსა და მიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურის თანამშრომლები ასრულებენ პრეზიდენტ ტრამპის დაპირებას და ახორციელებენ მასობრივ დეპორტაციას, დაწყებული „უარესთა შორის უარესებით“, რომლებიც ამ ბაზაში არიან.
ასევე ნახეთ დალასში შეიარაღებული თავდასხმა იყო საიმიგრაციო სამსახურის ოფისზე