„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ყოფილი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა

ვარლამ ლიპარტელიანი და ცოტნე ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე

დღეს, 26 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე 36 წლის ყოფილი ძიუდოისტი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა.

მან ამ პოსტზე ჩაანაცვლა 31 წლის გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც ახალგაზრდულ ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. ამჟამად ისიც პარლამენტის წევრია.

პარტიის ინფორმაციით, ახალი თავმჯდომარე დღეს სასტუმრო „პარაგრაფში“ გამართულ ყრილობაზე „ერთხმად აირჩიეს“ დელეგატებმა.

ყრილობას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის უმცროსი ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი.

„მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ასეთი ღირსეული, წარმატებული, მოტივირებული ადამიანი ჩაუდგება სათავეში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციას“, - განაცხადა მან.

ასევე ნახეთ „ნუ გარევთ სპორტსმენებს პოლიტიკაში“, ამბობს „ოცნება“. აი, რას აკეთებს თვითონ