სუსში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ მათთვის „განსაკუთრებით მიუღებელი და ამორალურია“ ბრალდება „მეგობრების მხილებისათვის მეუღლის დაჭერის მუქარაზე და 13 წლის ბავშვის ობლად დატოვებაზე“.
„სინამდვილეში, ჩვენმა თანამშრომლებმა დაკავების შემდეგ ახალაიას პირველივე კითხვა დაუსვეს - მხოლოდ მას ჰქონდა სატელეფონო ინტერნეტკონტაქტი ზოდელავასთან, ბურჭულაძესთან და სხვებთან, თუ მის მეუღლე ანნა ნადარეიშვილსაც. ბაჩანა ახალაიას იქვე, მოპოვებული უტყუარი მონაცემების შესახებ დეტალური ახსნის პარალელურად განემარტა, რომ დანაშაულის აღიარება-არაღიარების მიუხედავად თუ ის მხოლოდ საკუთარ ინტერნეტკონტაქტს დაადასტურებდა, მის მეუღლეს გაცილებით მაღალი ალბათობით გამოერიცხებოდა პასუხისმგებლობის სამართლებრივი რისკი“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
სუსის თანახმად, ბაჩანა ახალაიამ ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, თუმცა პროკურატურასთან კონსულტაციის შემდეგ გაათავისუფლეს ანა ნადარეიშვილი იმ პირობით, რომ გამოძიება მომავალში იმსჯელებდა მის პასუხისმგებლობაზე.
„ახალაიას მიერ დღეს გაკეთებული განცხადება, განსაკუთრებით მისი ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილების ფონზე, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა მაღალი სამართლებრივი და მორალური სტანდარტით მოქმედება მუქარად წარმოაჩინოს, მხოლოდ მის პიროვნულ მახასიათებლებზე მეტყველებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების პროცესში“, - აცხადებენ სუსში.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ „მეგობრების წინააღმდეგ“ მისგან ჩვენების მოპოვების სანაცვლოდ გამომძიებლები ცოლის დაკავებით დაემუქრნენ.
ის „ოთხი ოქტომბრის საქმეზე“ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებითაა დაკავებული.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სავარაუდო ზეწოლაზე იმ დროს ისაუბრა, როცა პროკურორებმა სასამართლო სხდომის განხილვის დახურვა მოითხოვეს. მათი არგუმენტი ამ საქმეში სუსის თანამშრომლების პერსონალური ინფორმაციის დაცვა იყო.
ასევე ნახეთ ახალაიას თქმით, სუსში ცოლის დაჭერით დაემუქრნენ, თუ მეგობრების წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდაბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მეია მელქაძემ დახურულ სხდომაზე მიიღო.
ასევე ნახეთ ყოფილი თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას სასამართლო