გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 3 იანვრამდე შენარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
თბილისში 31 დეკემბერს, დღის ბოლოს შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი, 1 იანვრის დღის მეორე ნახევრიდან 2 იანვრის დილამდე კი თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0, -2, ხოლო დღისით +2, +4 გრადუსი იქნება.
ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით 0, +2, დღისით +5, +7 გრადუსი.
თოვას პროგნოზირებენ დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებშიც, ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზუგდიდში, მარტვილსა და ოზურგეთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა ღამით -2 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი +6 გრადუსამდე გათბება.
თოვლსა და ქარბუქს მოელიან დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი). ჰაერის ტემპერატურა ღამით აქ -7 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი -2 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8,-10, დღისით -3,-5 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -4, შიდა ქართლში -7, -9, ხოლო დღისით +2, +4 გრადუსი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5, დღისით +2, +4 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -10, -12, დღისით 0, -2 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -13, -15, დღისით -3, -5 გრადუსი იქნება.
თოვის გამო მოძრაობის სპეციალური რეჟიმის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტიც.
უწყების თანახმად, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია:
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე,
ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ10-კმ104 მონაკვეთზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე.
ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობის, ქარბუქისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია: ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ103-კმ118 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე.
დიდთოვლობის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ0-კმ22 (ორბელის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-კმ125 (ოფიტარა-მელე) მონაკვეთზე და ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ50-კმ103 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ71-კმ184 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.