ვენესუელის თავდაცვის მინისტრის თქმით, მადუროს დაცვის ჯგუფის დიდი ნაწილი ოპერაციისას დახოცეს

ამჟამად ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი დელსი როდრიგესი ესაუბრება თავდაცვის მინისტრ ვლადიმირ პადრინოს ეროვნულ ასამბლეისთვის მთავრობის 2026 წლის ბიუჯეტის წინადადების წარდგენისას. 4 დეკემბერი, 2025 წელი

ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა ვლადიმირ პადრინომ 4 იანვარს, დილით ტელევიზიით განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაცვის რაზმის დიდი ნაწილი დაიღუპა აშშ-ის მიერ 3 იანვარს მოწყობილი ოპერაციის დროს, რომლის შედეგადაც დააკავეს ვენესუელის მმართველი - იტყობინება Reuters-ი.

პადრინომ დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა არ დაასახელა. მან მხარი დაუჭირა ვიცეპრეზიდენტ დელსი როდრიგესის 90 დღით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნას და განაცხადა, რომ სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად, შეიარაღებული ძალები გააქტიურდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ვენესუელის სამხედროები მოსახლეობას მოუწოდებენ, დაუბრუნდნენ ჩვეულ საქმიანობას.

ასევე ნახეთ ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობა ვიცე-პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა უნდა შეასრულოს

დონალდ ტრამპმა 3 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-მ „წარმატებით მიიტანა ფართომასშტაბიანი იერიში ვენესუელასა და მის ლიდერზე, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროზე, რომელიც თავის ცოლთან ერთად დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.

ასევე ნახეთ მადურო ნიუ-იორკის ციხეშია

ეს ოპერაცია განხორციელდა აშშ-ის სამართალდამცველი ორგანოების ჩართულობით“, - წერია დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაეროს უშიშროების საბჭო 5 იანვარს გამართავს სხდომას ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის გამო. გაეროს გენერალური მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა აშშ-ის ამ ნაბიჯს "სახიფათო პრეცედენტი“ უწოდა.

ასევე ნახეთ ესპანეთი „მკაცრად გმობს“ ვენესუელაში საერთაშორისო სამართლის დარღვევას - პრემიერმინისტრი სანჩესი