Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთი „მკაცრად გმობს“ ვენესუელაში საერთაშორისო სამართლის დარღვევას - პრემიერმინისტრი სანჩესი


ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი
ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი

ესპანეთმა დაგმო ის, რასაც ვენესუელაში საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა, - დაწერა პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა წერილში, რომელიც მან თავისი პარტიის წევრებს გაუგზავნა 4 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ვენესუელაში მადუროს დაკავების მიზნით ჩატარებული რეიდის შემდეგ.

სანჩესის წერილში ლაპარაკია „საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე ვენესუელაში, აქტზე, რომელსაც ჩვენ მკაცრად ვგმობთ“.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მადურო გეგმავდა ნარკოტიკების შეტანას აშშ-ში და უკანონოდ იყო ხელისუფლებაში არჩევნების გაყალბების გამო. მადურო უარყოფს ამ ბრალდებებს, კარაკასის ოფიციალურმა პირებმა მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

ესპანეთში ლათინური ამერიკისა და აშშ-ს გარეთ ვენესუელელი მიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობა ცხოვრობს და მათ შორის არიან ოპოზიციის მაღალი რანგის ფიგურები.

გაეროს უშიშროების საბჭო ვენესუელის თემაზე 5 იანვარს იმსჯელებს.
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტურეშის წარმომადგენლის თანახმად: ვენესუელის „ეს მოვლენები საშიშ პრეცედენტს წარმოადგენს.“

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დაწერა: „მომავალი გარდამავალი პერიოდი უნდა იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული და ვენესუელის ხალხის ნების პატივისცემით აღსავსე…”

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ აშშ-ის ოპერაციის სამართლებრივი შეფასება რთულია და „ჩვენ დროს დავუთმობთ“ მის შეფასებას და დასძინა, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს საერთაშორისო სამართლის პრინციპები”.

რუსეთმა და ჩინეთმა დაგმეს აშშ-ის ქმედება ვენესუელის წინააღმდეგ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა ჯერ ფაქტების დადგენა ისურვა - ტრამპთან საუბარი…

“მე ყოველთვის ვამბობ და მჯერა, რომ ყველამ უნდა დავიცვათ საერთაშორისო სამართალი,“ - თქვა ბრიტანეთის პრემიერმა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ "ყველა ვითარებაში დაცული უნდა იყოს საერთაშორისო სამართლის პრინციპები და გაეროს ქარტია. ჩვენ გამოვდივართ თავშეკავებისკენ მოწოდებით."


ფორუმი

XS
SM
MD
LG