უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ელისეს სასახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ „მსურველთა კოალიციის“ სხდომის დაწყებამდე მაკრონი და ზელენსკი სამუშაო სადილს გამართავენ უიტკოფსა და კუშნერთან.
წყაროს თანახმად, სამიტში მონაწილეობას მიიღებენ 35 სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის 27 ქვეყნის მეთაურები.
სამიტის დღის წესრიგშია უკრაინის მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები. შეხვედრის დასრულების შემდეგ დაგეგმილია უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტების, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის და გერმანიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენცია.
ასევე ნახეთ ევროპელი ლიდერები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობას პარიზში გააგრძელებენ2025 წლის 28 დეკემბერს ფლორიდაში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეოკონფერენცია გამართეს ევროპელ ლიდერებთან.
მისი დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ წინ მიიწევენ უზრუნველსაყოფად უსაფრთხოების გარანტიების, რომლებსაც ცენტრალური ადგილი ექნებათ სამართლიანი და მყარი მშვიდობის მშენებლობაში და იანვრის დასაწყისში პარიზში შეიკრიბება „მსურველთა კოალიცია“, რათა საბოლოოდ განსაზღვრონ კოალიციის თითოეული წევრი ქვეყნის წვლილი.
„მსურველთა კოალიცია“, სადაც წამყვან როლს საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ასრულებენ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობს. მათ შორის განიხილება უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული კონტინგენტის განთავსების შესაძლებლობა. რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს მისთვის მიუღებელია.
აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ფლორიდაში 28 დეკემბერს გამართული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადეს, რომ საგრძნობ პროგრესს და დიდ წინსვლას მიაღწიეს და სამშვიდობო გეგმა 90%-ით შეთანხმებულია.
ასევე ნახეთ ზელენსკიმ აშშ-ს სთხოვა უკრაინის უსაფრთხოების 30-50-წლიანი გარანტიები ასევე ნახეთ კრემლი საბრძოლო მოქმედებების შესაწყვეტად ისევ მოითხოვს დონბასიდან უკრაინის ჯარების გასვლას