ლიანა მოვი და რამინა გაფარი საქართველოში მცხოვრები ირანელი ქალები არიან. პირველი - ათი წელია აქ ცხოვრობს, მეორე - მხოლოდ რვა თვეა ირანიდან წამოვიდა.
დღეს ორივე მათგანი ირანის და ირანელების მხარდამჭერ აქციაზე დგანან თბილისში, სამშობლოდან შორს და ირანელი ხალხის ბრძოლას უერთდებიან იქ მოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ, ირანის ისლამისტური რესპუბლიკის მმართველობის დასრულების შეცვლის მოთხოვნით.
ამბობენ, რომ ბოლო ხუთ დღეზე მეტია, მას მერე რაც მასობრივი გამოსვლების მერე ირანმა ქვეყნის შიგნით ინტერნეტი გათიშა, არაფერი იციან თავიანთი მშობლების და-ძმების, მეგობრების და ახლობლების შესახებ.
კავშირის არარსებობის გამო, არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, რამდენი ადამიანია მოკლული საპროტესტო აქციებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, თუმცა საუბარია ათასებზე.
ამ ვიდეოში ირანელი ქალები ჰყვებიან მათ მრავალწლიან ბრძოლაზე თავისუფლებისთვის ირანსა და მის გარეთ, გვიყვებიან იმედსა და სასოწარკვეთაზე, იმაზე, თუ რა ხდება დღეს მათ ქალაქებში, რისთვის იბრძვის ირანელი ხალხი და რის იმედად. გვიზიარებენ რას ნიშნავს, როცა შენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თვალს შორიდან ადევნებ და იქ დაბრუნებაც არ შეგიძლია, რადგან არ იცი, გადარჩები თუ არა.
ისინი ამბობენ, რომ ერთადერთი, რისი გაკეთებაც ახლა მათ შეუძლიათ, ყველა იმ ირანელის ნაცვლად ხმამაღლა ლაპარაკია, ვის ხმასაც ირანის მოქმედი რეჟიმი ახშობს.
პროტესტში სამშობლოდან შორს - ირანელი ქალები ბრძოლაში
Your browser doesn’t support HTML5
ლიანა და რამინა თბილისიდან უერთდებიან ირანელი ხალხის ბრძოლას. გათიშული ინტერნეტისა და გაურკვევლობის ფონზე, ისინი მათ ნაცვლად ლაპარაკობენ, ვის ხმასაც რეჟიმი ახშობს. ნახეთ ინტერვიუ: რას ნიშნავს, შორიდან ადევნებდე თვალს სამშობლოს, სადაც დაბრუნება სიცოცხლის ფასად შეიძლება დაგიჯდეს.