მოკლედ
- ნუცა მახარაძე 16 იანვარს ჯერ წინასწარი დაკავების იზოლატორში, შემდეგ კი სასამართლო პროცესზე გახდა ცუდად - მიუხედავად მისი პანიკური შეტევისა, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ პროცესის გადადებაზე უარი თქვა და დარბაზში ექიმი გამოიძახა.
- მახარაძე 14 იანვარს ირანის საელჩოსთან, სოლიდარობის აქციაზე დააკავეს პოლიციელისთვის დაუმორჩილებლობის გამო - ის ტროტუარზე იდგა და პოლიციელებს აკრიტიკებდა, როცა ხალხის მასიდან გამოათრიეს და დაკავების ავტომობილში ჩასვეს ქუჩის მეორე მხარეს.
- ეს ნუცასთვის პირველი დაკავება არ არის - გასულ წელს ის რესტორან "ბაბილოსთან" დააკავეს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების შეკრებისას.
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მისი პროცესი 27 იანვრისთვის მას შემდეგ გადადო, რაც მახარაძე სასამართლო დარბაზში ცუდად გახდა და მის დასახმარებლად ექიმი გამოიძახა.
ნუცა მახარაძე ირანის მხარდამჭერ აქციებზე ამ დრომდე ერთადერთი დაკავებულია - ის 14 იანვარს დააკავეს.
ნუცა მახარაძე, როგორც აქტიური მოქალაქე და ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილე, პროტესტის დროს დაკავების გარდა, თავდასხმის სამიზნეც გამხდარა - მის საცხოვრებელ სახლში "ბრილიანტის მწვანით" თავდამსხმელი პოლიციას ამ დრომდე არ ჰყავს ნაპოვნი. ნუცას და მის ორ მეგობარს, ქეთი ჯაჯანაშვილს და სალომე სარიშვილს, 2025 წლის 5 მაისის ღამეს სახლში მისულებს, ლიფტთან მათთვის უცნობმა ადამიანმა "ბრილიანტის მწვანე", იგივე “ზელიონკა” და წიწაკის სპრეი სახეში და კისრის მიდამოებში შეასხა. ისინი ამ დროს რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან ბრუნდებოდნენ სახლში.