ჩეჩნეთის მეთაურის ვაჟი, ადამ კადიროვი, ავტოავარიის შემდეგ გროზნოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის საიტი, Kavkaz.Realities იტყობინება ორ წყაროსა და ოპოზიციურ საზოგადოებრივ ჯგუფზე დაყრდნობით.
Kavkaz.Realii-ის ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ გადაკეტილია იმ საავადმყოფომდე მისასვლელი გზები, სადაც უმცროსი კადიროვია გადაყვანილი.
ჩეჩნეთის ოპოზიციური მოძრაობა NIYSO-ს ცნობით, ადამ კადიროვის ავტოკოლონა „მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, როდესაც მოულოდნელად დაბრკოლებას წააწყდა“.
ასევე ნახეთ კრემლში კადიროვის მემკვიდრეს არჩევენ„შედეგად, კოლონაში მყოფი ავტომობილები ერთმანეთს შეასკდნენ, რის გამოც არსებობს ინფორმაცია, რომ ბევრი ადამიანი დაშავდა, თუმცა სწორედ ადამ კადიროვის გამოა ასეთი აჟიოტაჟი შექმნილი“, - ნათქვამია მოძრაობის Telegram არხზე.
Telegram არხმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კადიროვი მძიმე მდგომარეობაში იყო. NIYSO-ს წარმომადგენელმა Kavkaz.Realii-ს განუცხადა, რომ მათ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან მიიღეს, თუმცა ჩეჩნეთის ლიდერის შვილის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას ჯერ არ ფლობენ.