„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები შპს „დაცვის კომპანია ალგანი“-ს ოფისში ამზადებდნენ სხვადასხვა ბრენდული დასახელების არყებს, ასევე ბეჭდავდნენ ყალბ აქციზურ მარკებს, რომლითაც აღნიშნულ ალკოჰოლურ სასმელებს ეტიკეტირებას უკეთებდნენ. დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქცია რეალიზდებოდა ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არსებულ სარეალიზაციო პუნქტებსა და კვების ობიექტებში“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.
განახლება: „ალგანი“ აცხადებს, რომ მათ არ ჰქონიათ რაიმე სახის კავშირი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ აღწერილ უკანონო ქმედებასთან და „ქმედებები კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება და ხორციელდებოდა დამოუკიდებლად, კომპანიის თანამშრომლის მიერ“.
უწყების ცნობით, ამოიღეს 204 ბოთლი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი, ჩამოსასხმელად გამზადებული 402 ცალი ცარიელი ბოთლი და 1 053 ცალი ყალბი აქციზური მარკა, აგრეთვე კომპიუტერული ტექნიკა, რომელშიც ელექტრონულად იყო განთავსებული ყალბი აქციზური მარკების ფაილები.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 200¹ მუხლის მე-2 ნაწილითა და 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით. დაკავებულებს ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.