გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ კაცი, რომელსაც ორივე ხელში დანა ეჭირა, წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა. პოლიციის მიახლოებისას მან რამდენჯერმე მოიქნია დანა. იმ მომენტში, როცა რამდენიმე წამით გვერდით გაიხედა, პოლიციამ მას სპეციალური საშუალება (ქაფი) შეასხა, რამაც მას მხედველობა შეუზღუდა. ამ დროს კაცს ფეხი ყინულით დაფარულ ტროტუარზე აუსრიალდა და წაიქცა, სწორედ მაშინ დაიწყეს მისი დაკავება.
პოლიციამ მის გასანეიტრალებლად ხელკეტები გამოიყენა. ბორკილდადებული კაცი საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
ავტომობილი რკინის ჯებირს მაშინ შეეჯახა, როცა სკოლის წინ ბავშვები იმყოფებოდნენ. როგორც შსს-ში ამბობენ, არავინ დაშავებულა.
რა კვალიფიკაციას მისცემს შსს მომხდარს, ჯერ უცნობია. ავტომობილი ამ დროისთვის [18:30] ისევ სკოლის კიბეებთან დგას და მას ყვითელი ლენტი აქვს შემორტყმული.