დავოსში გაიმართა "მშვიდობის საბჭოს" წესდების ხელმოწერის ცერემონია

"მშვიდობის საბჭოს" წესდების ხელმოწერის ცერემონია

შვეიცარიის ქალაქ დავოსში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილი საერთაშორისო ორგანოს, "მშვიდობის საბჭოს" წესდების ხელმოწერის ცერემონია.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, პაკისტანის, ინდონეზიის, უნგრეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ლიდერები, რომლებმაც მანამდე მიიღეს ტრამპის მოწვევა "მშვიდობის საბჭოში" გასაწევრიანებლად, ღონისძიებას არ ესწრებოდა რამდენიმე ქვეყნის ის ლიდერი, რომელიც მიწვევვას დათანხმდა, მათ შორის ალიაქსანდრ ლუკაშენკა. სულ წესდებას ცერემონიაზე ხელი 18-მა სახელმწიფომ მოაწერა, საბჭოს თავმჯდომარე გახდა თავად დონალდ ტრამპი.


Всего устав на церемонии подписали 18 государств. Председателем совета стал сам Трамп.

ხელმოწერები წესდებაზე

ტრამპმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მისი ადმინისტრაციის მიღწევებს კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ის საკმაოდ მოკლე დროში მოელის უკრაინაში ომის დასრულებას. მან ასევე განაცხადა, რომ ახალი ორგანიზაცია ითანამშრომლებს გაეროსთან. ამასთან მოუწოდა პალესტინური რადიკალური დაჯგუფების, "ჰამასის", (აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად არის მიჩნეული) განიარაღებისკენ და განაცხადა, რომ ღაზის სექტორი აღდგებოდა.

იმ ხიფათის გამო, რომ შესაძლოა "მშვიდობის საბჭო" დონალდ ტრამპის თავმჯდომარეობით გაეროს ჩანაცვლების მცდელობად იქცეს, ასევე წესდებისა და ტრამპის პოლიტიკის მიმართ კრიტიკული პოზიციის გამო არაერთი ქვეყნის, ძირითადად კი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა საბჭოში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა განაცხადა, რომ სხვა საკითხებთან ერთად ლონდონის შეშფოთება გამოიწვია "მშვიდობის საბჭოში" რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მოწვევამ.

კრემლს, ტრამპის მიწვევაზე პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია. თუმცა პუტინმა განაცხადა რომ მზადაა "მშვიდობის საბჭოს" ფონდს აშშ-ის მიერ გაყინული რუსული აქტივებიდან 1 მლრდ დოლარი გადასცეს, პალესტინის ავტონომიის ლიდერთან მაჰმუდ აბასთან შეხვედრაზე პუტინმა აღნიშნა, რომ ეს თანხა ღაზის სექტორის აღდგენას უნდა მოხმარდეს. მან აბასს "მშვიდობის საბჭოს" იდეის განხილვაც შესთავაზა.

თავდაპირველად არსებული ინფორმაციით, ორგანიზაცია ღაზის სექტორის მართვის კოორდინაციისა და აღდგენის მიზანს ისახავდა. თუმცა წესდებაში ნათქვამია, რომ "მშვიდობის საბჭო" ასევე განიხილავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კონფლიქტების მოგვარების საკითხსაც.

საბჭოში მონაწილეობაზე ამ დროისთვის თანხმობა 35-მდე ქვეყანას აქვს დადასტურებული. ტრამპმა მონაწილეობა შესთავაზა 50-ზე მეტ სახელმწიფოს. მათ შორის, რუსეთსა და უკრაინას.

ასევე ნახეთ რა ვიცით ტრამპის „მშვიდობის საბჭოზე“ ამ დროისთვის?