მერცის თქმით, ბერლინისთვის მიუღებელია ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" ამჟამინდელი ფორმა

ფრიდრიხ მერცი, გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა 23 იანვარს თქვა, რომ მზად იქნებოდა შეერთებოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" ინიციატივას ღაზისთვის, მაგრამ ამჟამინდელი ფორმით მისთვის ეს საბჭო მიუღებელია.

"ფორმა, რომლითაც ეს მშვიდობის საბჭო ახლა ყალიბდება, მის მმართველობის სტრუქტურებს გერმანიაში ვერ მივიღებთ, კონსტიტუციური მიზეზებით", - თქვა მერცმა რომში, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

"თუმცა, ცხადია მზად ვართ ვიმუშაოთ სხვა ფორმებზე - თანამშრომლობის ახალ ფორმებზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუკი მიზანია იმ ახალი ფორმატების ძიება, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მშვიდობასთან დაგვაახლოებს".

მერცის თქმით, ეს ფორმატები არ იქნება შეზღუდული მხოლოდ ღაზისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებით და შესაძლოა, მაგალითად უკრაინაც მოიცვას.

ასევე ნახეთ რა ვიცით ტრამპის „მშვიდობის საბჭოზე“ ამ დროისთვის?
ასევე ნახეთ დონალდ ტრამპმა გააუქმა "მშვიდობის საბჭოში" კანადის პრემიერ-მინისტრის მოწვევა