Reuters-ის თანახმად, პუტინმა ეს კომენტარი გააკეთა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან მოლაპარაკებების დაწყებისას - ცოტა ხნის წინ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების გარშემო მოლაპარაკება სწორედ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა.
ასევე ნახეთ ტრამპი ირანს შარშანდელზე ძლიერი დარტყმით დაემუქრა, ირანი ირწმუნება, რომ აგრესიას მოიგერიებსკრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პოტენციალი ჯერ არ არის ამოწურული და რომ თეირანის წინააღმდეგ ძალის ნებისმიერმა გამოყენებამ შეიძლება რეგიონში „ქაოსი“ გამოიწვიოს და სახიფათო შედეგებამდე მიგვიყვანოსო.
პესკოვმა კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს მოუწოდა, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და “ბირთვული იარაღის” შესახებ შეთანხმებას მიაღწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ მას დაარტყამს.
ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს დაიდო ბირთვული შეთანხმება, რომელიც ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს აშშ-მა ცალმხრივად დატოვა, რის გამოც ირანს აღუდგა სანქციები და მან ეტაპობრივად განაახლა ბირთვული პროგრამა. ირანი ირწმუნება, რომ პროგრამა მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება და არ მოიცავს სამხედრო ნაწილს.
ასევე ნახეთ ჯარების თავმოყრისა და მანევრების მიხედვით, ირანზე აშშ-ის დარტყმის ალბათობა „ძალიან მაღალია“. ირანს მოლაპარაკება სურს, ამბობს ტრამპი