იმან გერმანია გააერთიანა, ამათ - თსუ და "გეპეი". მერე?! - განკითხვის დღე!

Your browser doesn’t support HTML5

ვიდრე სუსი სურსათისა და მედიკამენტების გაიაფებას არ იშლის, ხოლო კობახიძე დებატების გახსნის მოთხოვნით აბნევს აქეთ თავისიანებს, იქით ოპონენტებს, განათლების გივი მიქანაძემ წყლისა და ზეთის შერევის საეჭვო ექსპერიმენტი წამოიწყო თსუ-სა და გეპეის (სტუ) გაერთიანების სახით. ჯიმი და მისი სტუმარი ნიკო ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.