მათ წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ გადაწყვიტა.
სანქცირებულთა სიას დაემატა რუსეთის სახელმწიფო ტელეარხ „როსია 1“-ის შოუს, „მოსკოვი.კრემლი.პუტინი“ წამყვანი პაველ ზარუბინი. მას ევროკავშირი მოიხსენიებს ცნობილ რუს პროპაგანდისტად, რომელსაც ექსკლუზიური წვდომა აქვს ვლადიმირ პუტინის დღის წესრიგთან, მას აქებს, როგორც „განსაკუთრებულ ლიდერს“, ხშირად ავრცელებს ანტიუკრაინულ დეზინფორმაციას და უკრაინის მთავრობას „რეჟიმად“ მოიხსენიებს.
უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გამართლებისა და რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის სანქცირებულია რუსი ტელეწამყვანი და სპორტული კომენტატორი, სახელმწიფო ტელეკომპანია „როსიას“ გენერალური დირექტორისა და რუსეთის სპორტის მინისტრის მრჩეველი დმიტრი გუბერნიევი, რომელიც პუტინის ნდობით აღჭურვილ პირებს შორის იყო 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
ასევე ნახეთ Meta-მ სრულად დაბლოკა კრემლის ყველაზე ცნობილი პროპაგანდისტული მედიასაშუალებებიუკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის რეგულარულად გავრცელებისთვის სანქცირებულია რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის „პირველი არხის“ საინფორმაციო პროგრამა „ვრემიას“ წამყვანი და „მთავარი სახე“ ეკატერინა ანდრეევა. ევროკავშირის თანახმად, პუტინის რეჟიმის მაქებარი ანდრეევა დეზინფორმაციას და პროპაგანდას ავრცელებს დასავლეთის შესახებაც.
ამავე მიზეზით ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსიას“ საინფორმაციო პროგრამა „ვესტის“ წამყვან მარია სიტელს.
ასევე ნახეთ უბრალო ცხვირსახოცი ნარკოტიკად გაასაღეს - ელისეს სასახლემ რუსულ დეზინფორმაციას უპასუხარუსეთის არმიის მხარდაჭერის, ვლადიმირ პუტინის საჯაროდ ქებისა და უკრაინაში ომის მოწინააღმდეგეთა კრიტიკის გამო სანქცირებულია რუსი მსახიობი და მომღერალი რომან ჩუმაკოვი(რეპერი რომა ჟიგანი). ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ბალეტის მოცეკვავეს, წარმოშობით უკრაინელ სერგეი პოლუნინსაც, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის არმიას, კრემლის პროპაგანდისტულ სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობს და ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვს აქებს.
ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 29 იანვარს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებით, საინფორმაციო მანიპულაციებისა და ომის მხარდაჭერის გზით, ხუთივე სანქცირებული პირი მხარს უჭერს და სარგებელს იღებს რუსეთის მთავრობის ქმედებებისა და პოლიტიკისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ევროკავშირისა და უკრაინის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
სანქციები ითვალისწინებს ამ პირებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას და მათი აქტივების გაყინვას.
ასევე ნახეთ აშშ სანქციებს უწესებს RT-ს, "რია ნოვოსტის" და მარგარიტა სიმონიანსევროკავშირმა ჯერ კიდევ 2022 წელს დაუწესა სანქციები პუტინის პოლიტიკის ისეთ ცნობილ მხარდაჭერებს და პროპაგანდისტებს, როგორებიც არიან ტელეწამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვი და ტელეარხ RT-ს ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი.