აქტივისტი, მკვლევარი და ჟურნალისტი ბაჰრუზ სამადოვი „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებითაა დაკავებული. მან 2025 წლის ივნისში 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, ამჟამად სამადოვი აზერბაიჯანის მე-11 პენიტენციურ დაწესებულებაშია.
მას გადაიყვანენ „უმბაკის გამოსასწორებელ დაწესებულებაში“, რომელიც მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაა.
ასევე ნახეთ ბაჰრუზ სამადოვი: ვინ არის აქტივისტი, რომელიც ბაქოში „ღალატის“ ბრალდებით დააკავესგამოცემა OC Media-ს ცნობით, დღევანდელ პროცესს ბაქოში აკრედიტებული რამდენიმე ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები დაესწრნენ, რის გამოც სამადოვმა სიტყვის ნაწილი ინგლისურად წარმოთქვა.
მან განაცხადა, რომ ავტორიტარულ რეჟიმებს არ შეუძლიათ მშვიდობის დამყარება - იქვე გამოთქვა იმედი, რომ „ყველასთვის მშვიდობა დამყარდება“.
31 იანვარს, წინა სხდომისას, მან მიმართა „დემოკრატიული სამყაროს“ წარმომადგენლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, და განაცხადა, რომ უმბაკის ციხეში გადაყვანის შემდეგ გარე სამყაროსთან კონტაქტი აეკრძალება.
მათ შორის, აეკრძალება კონტაქტი ადვოკატთან.
26 იანვარს გავრცელებული განცხადებით, აზერბაიჯანის მთავრობას სამადოვის გათავისუფლებისკენ მოუწოდა სლოვენიელმა ფილოსოფოსმა სლავოი ჟიჟეკმა.
ასევე ნახეთ ბაქოში „სამშობლოს ღალატში“ ბრალდებულ ჟურნალისტს 16 წლით პატიმრობა ემუქრება„მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სახელმწიფო გეგმავს სხვისი ხელებით ჩემი სიცოცხლის ფიზიკურად დასრულებას“, - თქვა სამადოვმა სასამართლო სხდომაზე.
- სამადოვი წლების განმავლობაში აკრიტიკებდა აზერბაიჯანის ავტორიტარულ ხელისუფლებას; იგი მხარს უჭერდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.
- ბაჰრუზ სამადოვი 2019 წლიდან ჩეხეთის კარლის უნივერსიტეტის დოქტორანტი იყო. დაკავებისას დროებით იყო ჩასული ბაქოში ხანში შესული ბებიის მოსანახულებლად.
- აზერბაიჯანის ხელისუფლება მუდმივად აახლებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების, აქტივისტებისა და უფლებადამცველების დევნას.