2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის შეჯიბრებები მილანსა და ზამთრის საკურორტო ქალაქ კორტინა დ'ამპეცოში გაიმართება.
იტალიაში ოლიმპიური მედლების მოსაპოვებლად იბრძოლებს მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნის 2900-მდე სპორტსმენი.
- უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსეთისა და მისი მოკავშირე ბელარუსის სპორტსმენებს ზამთრის ოლიმპიადის შეჯიბრებებში მონაწილეობა მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით შეუძლიათ.
საქართველოდან სპორტის ორ სახეობაში, ფიგურულ ციგურაობასა და სამთო თხილამურობაში იასპარეზებს 8 სპორტსმენი.
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, მილანში გახსნის ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები იქნებიან მოციგურავეები ლუკა ბერულავა და დიანა დევისი, ხოლო კორტინაში - მოთხილამურეები ლუკა ბუჩუკური და ნინო წიკლაური.
ასევე ნახეთ საქართველო - ზამთრის ოლიმპიურ ელიტაშიიტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ობიექტების უსაფრთხოების დასაცავად მობილიზებულია სამინისტროს 6000 თანამშრომელი, მათ შორის სნაიპერები, გამნაღმველები და ტერორიზმთან მებრძოლი ქვედანაყოფი.
2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა 22 თებერვალს დასრულდება. დახურვის ცერემონია გაიმართება იტალიის ქალაქ ვერონის ცნობილ ანტიკურ ამფითეატრში, „არენა დი ვერონაზე“.
ასევე ნახეთ ოლიმპიადის გახსნის წინ იტალიამ განაცხადა, რომ რუსი ჰაკერების თავდასხმა მოიგერიეს