2025 წელს სახელმწიფომ დამატებით 552 სათვალთვალო კამერა განათავსა

სახელმწიფო სათვალთვალო სისტემებისთვის ძირითადად ჩინურ ტექნოლოგიებს იყენებს.

მოკლედ

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს განახლებული მონაცემებით ირკვევა, რომ 2025 წელს სახელმწიფომ მთელი ქვეყნის მასშტაბით 552 ახალი სათვალთვალო კამერა დააყენა.
  • ახალი კამერების მესამედზე მეტი, 200 კამერა თბილისზე მოდის. თბილისის შემდეგ, ყველაზე მეტი ახალი კამერა ოზურგეთში დამონტაჟდა.
  • 2025 წელს წინა წელთან შედარებით სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული უფრო ნაკლები ახალი სათვალთვალო კამერა დაემატა საჯარო სივრცეებს - 2024 წელს ახალი კამერების რიცხვი ათასს აღწევდა.
სახელმწიფო სათვალთვალო სისტემებისთვის ძირითადად ჩინურ ტექნოლოგიებს იყენებს. ეს სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელობაში მყოფ კამერებს და მასში დათვლილი არ არის მუნიციპალიტეტების მიერ დაყენებული კამერები.

2025 წელს ახალი კამერების განთავსების ადგილების შერჩევისას თბილისში ჩანდა მისი კავშირი ანტისამთავრობო უწყვეტი პროტესტის გეოგრაფიასთან - იმ საკვანძო ადგილებში, სადაც მოქალაქეები სისტემატიურად იკრიბებოდნენ დემონსტრაციების გასამართად თუ მსვლელობების მოსაწყობად, ახალი ან დამატებითი კამერები დამონტაჟდა.

ასევე ნახეთ როცა ჯარიმაა გამოსაწერი ხედავენ, როცა პოლიციელის დანაშაულია დასამტკიცებელი, ვერა - ნახეთ, სად დაამატეს ახალი "ჭკვიანი კამერები"
ასევე ნახეთ სათვალთვალო კამერებზე ჩვენ გარშემო იმაზე ნაკლები ვიცით, ვიდრე საჭიროა
ასევე ნახეთ გაჟონილი ფაილები მეტყველებს, რომ სერბეთი ჩინეთში წარმოებულ სათვალთვალო სისტემას აფართოებს