იტალიაში 6 თებერვალს გვიან გაიხსნა ზამთრის ოლიმპიური თამაშები. შეჯიბრებები 22 თებერვლამდე გაგრძელდება. ისტორიაში პირველად, ისინი ორ ქალაქში: მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში ტარდება.
კორტინა დ’ამპეცო მეორედ უმასპინძლებს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს მილანთან ერთად. ზამთრის თამაშები იქ პირველად 1956 წელს ჩატარდა.
გახსნის ცერემონია მილანის სან-სიროს სტადიონზე გაიმართა და როგორც მოსალოდნელი იყო, მას 70 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.
საქართველოდან 8 სპორტსმენი გამოვა ფიგურულ ციგურაობასა და სამთო სათხილამურო სახეობებში. ისტორიაში პირველად ზამთრის პარაოლიმპიადაზე ქართველი პარაათლეტი იასპარეზებს. თემურ დადიანი გრძელ დისტანციაზე რბოლაში გამოდის.
თამაშებში სულ მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 3 ათასამდე სპორტსმენი თითქმის 100 ქვეყნიდან. გათამაშდება 116 მედალი სპორტის რვა სახეობასა და 16 დისციპლინაში.
თამაშებს ორი თილისმა ჰყავს - ორი სინდიოფალა - ტინა და მილო. მათი სახელები მასპინძელ ქალაქებზე მინიშნებაა.
ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ოქროს მედალი შვეიცარიელმა ფრანიო ფონ ალმენმა მოიპოვა სწრაფდაშვებაში. სხვადასხვა სახეობაში ოქრო მოიპოვეს ასევე ნორვეგიელმა და ავსტრალიელმა ათლეტებმა.