ევროკომისიის თავმჯდომარე: ევროპამ თავის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა თვითონ უნდა იკისროს

ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას. 14 თებერვალი, 2026 წელი

ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურზულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე 14 თებერვალს განაცხადა, რომ ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა იკისროს საკუთარ უსაფრთხოებაზე:

„ევროპამ უნდა გადადგას ნაბიჯი და უნდა აიღოს პასუხისმგებლობა“ საკუთარ უსაფრთხოებაზე, მიმართა ფონ დერ ლაიენმა შეკრებილებს.

„ევროპის უსაფრთხოება ყოველთვის არ მიიჩნეოდა, ჩვენს მთავარ პასუხისმგებლობად,“ - თქვა მან.

„ჩვენ უნდა განვავითაროთ სტრატეგიული ფაქტორების ევროპული ხერხემალი: კოსმოსი, დაზვერვა და ღრმა დარტყმების შესაძლებლობები “, - თქვა მან.

„არცერთი ტაბუ არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ“, - განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაპიენმა, განსაკუთრებით აგრესიის შემთხვევაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ ერთმანეთის დაცვის კოლექტიური ვალდებულების გამოყენებაზე მინიშნებით.

ასევე ნახეთ სტარმერს სურს ევროკავშირთან სამხედრო მრეწველობის სფეროში თანამშრომლობა

„მე მჯერა, რომ დადგა დრო, რომ ევროპის ურთიერთდაცვის პუნქტი უნდა განხორციელდეს“.

ევროპამ უკვე დაიწყო თავდაცვის პოლიტიკის შეცვლის ისტორიული მცდელობა, რათა 2030 წლისთვის საიმედო თავდაცვის უნარი ჰქონდეს აშშ-ს მუქარის შემდეგ, რომ შეამცირებს ნატოში თავის წილს და მოემზადოს რუსეთთან პოტენციური კონფლიქტისთვის.

ასევე ნახეთ მარკო რუბიო: აშშ და ევროპა „ერთმანეთს ეკუთვნიან“