ზამთრის ოლიმპიადის მონაწილეებმა 10 ათასი პრეზერვატივი მოიხმარეს

AFP-ის თანახმად, იტალიაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეები სპორტსმენების საცხოვრებელში შეთავაზებულ უფასო პრეზერვატივებს მხოლოდ ვალენტინობის დღეს, 14 თებერვალს არ იყენებენ.

სააგენტო ცნობით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 14 თებერვალს დაადასტურა, რომ მილან-კორტინას ზამთრის თამაშებზე, რომლებიც 6 თებერვალს დაიწყო, სპორტსმენებმა 10 ათასი პრეზერვატივი შეიძინეს.

„10 ათასი ცალია გამოყენებული, 2 800 სპორტსმენია. მიდი და გაერკვიე“, - ღიმილით განაცხადა მარკ ადამსმა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა, მედიის ყოველდღიურ ბრიფინგზე.

მიალიტიანა კლერკმა, 24 წლის მადაგასკარელმა სამთო მოთხილამურემ, თქვა, რომ ოთხი წლის წინ, პეკინში გამართულ ბოლო ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, მან ნახა, როგორ სწრაფად დაიტაცეს უფასო პრეზერვატივები.

„შოკირებული არ ვარ, რადგან ვიცი, რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ბევრი ადამიანი იყენებს პრეზერვატივს, მე ეს უკვე ვნახე პეკინში“, - თქვა მან.

„ყველა შენობის შესასვლელთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, უამრავი ყუთი იდგა და ეს ყუთები ყოველდღე ცარიელდებოდა“, - თქვა კლერკმა, რომელიც ბრიფინგზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სტიპენდიის მიმღების სტატუსით გამოდიოდა.

„უკვე ვიცი, რომ ბევრი ადამიანი იყენებს პრეზერვატივს ან აძლევს მათ მეგობრებს ოლიმპიადის გარეთ, რადგან ეს მათთვის ერთგვარი საჩუქარია.“

ოლიმპიური სპორტსმენების სოფლები, სადაც ათლეტები ცხოვრობენ თამაშების დროს, დიდი ხანია ცნობილია, როგორც სექსუალური კავშირების ცხელი კერა ტესტოსტერონით გაჯერებულ სპორტსმენებს შორის, -წერს AFP-ი.