„ევროკავშირის კომისია “მშვიდობის საბჭოს” წევრი არ ხდება, ჩვენ ამ შეხვედრაში სწორედ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ჩვენი დიდი ხნის ვალდებულების ფარგლებში ვმონაწილეობთ, ასევე ღაზაში რეკონსტრუქციისა და ომისშემდგომი აღდგენის მხარდაჭერის საერთაშორისო ძალისხმევაში მონაწილეობის მისაღებად“, - განუცხადა ჟურნალისტებს პრესსპიკერმა გიიომ მერსიემ.
დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილი “მშვიდობის საბჭო”, რომელსაც თვითონ აშშ-ის პრეზიდენტი უდგას სათავეში, თავის პირველ შეხვედრას 19 თებერვალს გამართავს.
თავდაპირველად, “მშვიდობის საბჭოს” მთავარი სამიზნე
ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარება იყო, თუმცა, პრეზიდენტ ტრამპის თქმით, ახლა ის მსოფლიო მასშტაბით კონფლიქტების მოგვარებას ისახავს მიზნად.
დამფუძნებელ დოკუმენტს წლის დასაწყისში 19 ქვეყნის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. მათ შორის არიან თურქეთი, უნგრეთი, ისრაელი და ეგვიპტე. იანვარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ სამშვიდობო საბჭო უკვე არსებობს, კერძოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.
საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, ასევე უარი თქვეს მონაწილეობაზე.