იტალიაში, მილანსა და კორტინა დ'ამპეცოში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარმომადგენლებმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს ფიგურული ციგურაობაში.
ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში საქართველოსთვის ეს პირველი მედალია.
ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მეორე ადგილი დაიკავეს 221.75 ქულით. პირველი იყო იაპონელთა წყვილი, მირუ მიურა და რიუიჩი კიჰარა, მათ ოქროს მედლები 231.24 ქულით მოიპოვეს.
ბრინჯაოს დასჯერდნენ გერმანიის წარმომადგენლები მინერვა ფაბიენ ჰასე და ნიკიტა ვოლოდინი, რომლებსაც მსაჯებმა 219.09 ქულა არგუნეს.
ასევე ნახეთ საქართველო - ზამთრის ოლიმპიურ ელიტაში