„წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის დღევანდელი ანგარიში საქართველოს შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, მათ შორის 2024 წლის ბოლოს დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით“, - წერს ალან ბერსე პლატფორმა X-ზე.
„არასათანადო მოპყრობა არასდროს არ შეიძლება გამართლებული იყოს“, - აცხადებს ის და დასძენს:
„ამ დასკვნებს მომავალ კვირას ადამიანის უფლებათა საბჭოში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრისას განვიხილავ“.
მისი განცხადებითვე, ევროპის საბჭო მზადაა, მხარი დაუჭიროს რეფორმებს.
CPT-მ დღეს, 18 თებერვალს, ახალი ანგარიში გამოაქვეყნა 2024-25 წლებში საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ანგარიში მოიცავს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან მოქალაქეებისადმი სავარაუდოდ არაადამიანური მოპყრობის ამსახველ შემთხვევებს, რომელთა გამოძიებისკენაც კომიტეტი სახელმწიფოს მოუწოდებს.
კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ დაუშვებელია ძალადობა რაიმე ფორმით იმ პირთა მიმართ, რომლებიც უკვე პოლიციის „კონტროლქვეშ“ არიან.
კომიტეტის ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, სპეცრაზმელებმა მასობრივ აქციაზე გასვლისას აუცილებლად უნდა ატარონ „თვალსაჩინო საიდენტიფიკაციო ნიშანი, მაგალითად, ორდერის ნომერი“ - რათა უფლებამოსილების ძალის გამოყენებით გადამეტების შემთხვევების გამოძიება შესაძლებელი იყოს.
ასევე ნახეთ ზურგს უკან ხელშეკრული დემონსტრანტების ცემა, იდენტიფიცირების პრობლემა - ევროსაბჭოს „წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ ანგარიში საქართველოზე ასევე ნახეთ „ორმაგი სტანდარტი“, „თაფლობის თვე“, „გაყრა“ - ევროსაბჭო „ოცნების“ პრეტენზიებზე