დღევანდელი მონაცემებით:
- სოციალურად დაუცველთა ბაზაში 185 ათასი ოჯახია რეგისტრირებული;
- ჯამში 710 ათასი ადამიანი.
„ნახევარზე მეტი არ იღებს შემწეობას, მაგრამ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სარგებლობს გათვალისწინებული სხვადასხვა შეღავათით“, - თქვა მან და დასძინა, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ოჯახები არ გადაუმოწმებიათ.
მისი ინფორმაციით, სოციალური დახმარება მიღებული აქვთ ისეთ ოჯახებსაც კი, რომლებმაც
- შეიძინეს რამდენიმე ავტომობილი;
- დაუფიქსირდათ მაღალი შემოსავალი;
- აიღეს რამდენიმე ათეული ათასი ლარის ოდენობის სესხები.
„პრიორიტეტულად შემოწმდებიან ოჯახები, რომელთა შემთხვევაშიც, სხვადასხვა ფაქტორების გამო, მაღალია ალბათობა, რომ ისინი არ აკმაყოფილებენ იმ პირობებს, რომლის გამოც და რომლის შემთხვევაშიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ ეკუთვნით შემწეობა... ჩვენი მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება“, - აღნიშნა მან.
რა ტიპის დახმარებას იღებენ სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი ადამიანები:
- სოციალური პაკეტი;
- კომუნალური გადასახადების სუბსიდია;
- ჯანმრთელობის დაზღვევა.
სოციალური დახმარების მიმღებთა ბაზების გადახედვის აუცილებლობაზე „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ისაუბრა. ის ამბობდა, რომ „სიღარიბის მაჩვენებელი, გასული 4 წლის განმავლობაში, განახევრდა“.
„პირველად ხდება ისე, რომ სოციალურ დახმარებას იღებს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე არის სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობა.
ანუ, ღარიბებზე მეტი იღებს სოციალურ დახმარებას, პირველად ხდება ეს საქართველოს ისტორიაში 90-იანი წლებიდან მოყოლებული“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ასევე ნახეთ სიღარიბის დინამიკა: სად და როდის იზრდებოდა საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობასიის გადახედვის საჭიროებაზე ისაუბრა მან პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
„დახმარების მიმღებთა შორის 8%-ს არათუ სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, არამედ შეძლებულია... სიმართლე გითხრათ, მართლა მივესალმები ამ სიის 8%-ით კი არა, უფრო მეტით შემცირებას, სამაგიეროდ კი იმ ადამიანების დაფინანსების გაზრდას, ვისაც ნამდვილად სჭირდება დახმარება“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ 2026 წლიდან წყდება სოციალურად დაუცველთა დასაქმების 300-ლარიანი პროგრამა - მიზეზად „შრომის ბაზარზე დეფიციტი“ სახელდებაარასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ თავის ერთ-ერთ ბოლო კვლევაში აღნიშნავს, რომ „საქართველოში ღარიბი ადამიანების გამოცდილება აჩვენებს, რომ სოციალური დახმარების სისტემა მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას არ გულისხმობს. ამ სისტემის დახმარებით სახელმწიფო ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას აკონტროლებს, აფიქსირებს მათ სხეულებსა თუ ქცევებს და აყალიბებს მორჩილ მოქალაქეს“.