ყოფილი მერის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ დაუსახელა გირაოს ოდენობებიც:
- გია ონიანი - 18 000 ლარი;
- ნუგზარ ტვილდიანი - 12 000 ლარი;
- გიორგი გულბანი - 13 000 ლარი.
ბრალდებულები საპატიმროს გირაოდ შეფარდებული თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ.
გია ონიანი 23 თებერვალს სასტუმროს „უკანონო მშენებლობის“ გამო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გულბანი გია ონიანის ქვისლია (მეუღლის დის ქმარი).
სადავო სასტუმრო
ამ სასტუმროს შესახებ ჯერ კიდევ 2024 წელს იუწყებოდა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი“.
სახელმწიფო საგამოძებო უწყებების ცნობით კი, გია ონიანმა 2021 წელს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერად არჩევის შემდეგ „სასტუმროს აშენების მიზნით, შეიძინა მიწის ნაკვეთი და დაუკვეთა მშენებლობის პროექტი“. პროექტი ვერ პასუხობდა სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს. კერძოდ, განაშენიანების ფართი არ შეესაბამებოდა მოქმედ კოეფიციენტს.
ამის მიუხედავად, ონიანმა, მეუღლის [ქრისტინე რევიშვილის] სახელზე რეგისტრირებული კომპანიის მეშვეობით, პროექტი წარადგინა ლენტეხის მერიის არქიტექტურის სამსახურში.
წაყენებული ბრალი
მათ ედავებიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას - სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ასევე ნახეთ „უკანონო სასტუმრო“ - ლენტეხის ყოფილი მერი დააკავეს საქმეზე, რომელზეც მედია 2024 წელს წერდა