ჩხარტიშვილი პოლიციამ დროებითი მოთავსების იზოლატორში სასამართლოს სხდომათა დარბაზიდანვე წაიყვანა.
„Facebook-კომენტარის გამო მედავებიან და ეს კიდევ დასამტკიცებელია, ჩემი დაწერილია თუ არა. მე პირადად სულ არ მახსოვს ჩემია თუ არა, მაგრამ სულისკვეთებას ვიზიარებ“, - უთხრა მან ჟურნალისტებს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.
კონკრეტულად რას ედავებიან მას?
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიტიკოსს სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა „ნეტგაზეთის“ პლატფორმაზე 4 ოქტომბერს დატოვებული კომენტარის გამო. Facebook-ში გამოქვეყნებულ სტატიას „აუცილებლად ტროტუარი უნდა იყოს შეკრების ადგილი?“ ერქვა, მისი სახელით კი ეწერა: „აბა, მაინცდამაინც მისნაირი ნაბი**რების გასვენებაში?“
შსს-მა მიიჩნია, რომ ამ კომენტარით პოლიტიკოსმა შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლე დავით მაკარაძეს.
საერთო სურათი
ბოლო ორი წელია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და პოლიცია აქტიურად რეაგირებენ საზოგადოებაში არსებულ პროტესტზე: ხელისუფლება იღებს ახალ კანონებს და ცდილობს მის აღსრულებას.
ახალი კანონებით:
- ჯერ ადმინისტრაციული და შემდეგ უკვე სისხლის სამართლის წესით ისჯება ტროტუარებზე პროტესტი;
- დასჯადი გახდა „სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის“ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება“;
- შეიზღუდა დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გზები.
ფეისბუკკომენტარის გამო 2025 წლის ივლისში 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს სამოქალაქო აქტივისტ როსტო ზარანდიასაც - მას შსს ედავებოდა ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის თანამშრომლის შეურაცხყოფას, რადგან იგი „ტვინგედ“ და „ფოჩოდ“ (მეგრულად: გამოტვინებული და ლენჩი) მოიხსენია.
ასევე ნახეთ აქტივისტ როსტო ზარანდიას 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ფეისბუკკომენტარისთვისგარდა ადმინისტრაციული საქმეებისა, არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სასამართლო სხდომებზე მოსამართლის შეურაცხყოფის გამო.
ასევე ნახეთ სხდომაზე მასალების დახევის გამო ბაია მარგიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ასევე ნახეთ ისაკო დევიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს - ამბობს მისი და ასევე ნახეთ ნიკა მელიას პროკურატურამ კიდევ ერთი ბრალი წარუდგინა - მას სასამართლოს უპატივცემულობას ედავებიან