Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სხდომაზე მასალების დახევის გამო ბაია მარგიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

ბაია მარგიშვილი
ბაია მარგიშვილი

სამოქალაქო აქტივისტს, ბაია მარგიშვილს, ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება სასამართლოს სხდომათა დარბაზში საქმის მასალების დახევის გამო. მას ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.

სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

რატომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე?

გასული წლის 7 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ განიხილა ბაია მარგიშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შეტანილი საქმე - პოლიცია მას პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

იმ დღეს, სანამ ცეკვავა 14-დღიან პატიმრობაში გაუშვებდა, ახალგაზრდა ქალი მოსამართლემ 200 ლარით დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გააძევა - მან არ შეასრულა მოთხოვნა, დამჯდარიყო მხარეებისთვის გამოყოფილ სკამზე.

„თავზე დაგახიეს კონსტიტუცია, რაზე მელაპარაკებით, ასე დაგახიეს თავზე კონსტიტუცია...“ - თქვა ბაია მარგიშვილმა, აიღო სხდომის ოქმი, დახია და ზვიად ცეკვავას წინ მაგიდაზე დაყარა.

ბაია მარგიშვილი იმავე დღეს, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დააკავეს სასამართლოს ჭიშკართან.

რას ფიქრობს მარგიშვილი?

ბაია მარგიშვილი, რომელიც ორჯერ უკვე იყო ადმინისტრაციულ პატიმრობაში, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას თავის აქტივობებს უკავშირებს. მისი თქმით, ორი წლის წინ მან პოლიციაში საჩივარი შეიტანა ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის წინააღმდეგ და ის გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

„პირადი ანგარიშსწორება მიდის ჩემზე“, - ამბობს ბაია მარგიშვილი.

ბრალის წაყენება

როგორც ბაია მარგიშვილი ამბობს, მან სისხლის სამართლის საქმეზე ბრალის წაყენების შესახებ მოულოდნელად გაიგო. მისი მონაყოლის მიხედვით, 10 თებერვალს დაუკავშირდნენ პოლიციის იმ განყოფილებიდან, სადაც საჩივარი აქვს შეტანილი და აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა იყო დაწყებული.

„თავად დამინიშნეს ადვოკატი. მისი არც სახელი ვიცი და არც გვარი. მან მითხრა, რომ ბრალის წარსადგენად მიდიოდა... ქალბატონო, მე თქვენ არ გიცნობთ-მეთქი...“ - ამბობს მარგიშვილი.

მისი თქმით, სასამართლო სხდომაზე საქმის მასალების დახევის გამო ადმინისტრაციული სახდელი - 200 ლარი - უკვე დააკისრეს, რის გამოც საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს.

მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეები

საჯაროდ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ბოლო ერთ თვეში უკვე მესამე საქმეა აღძრული მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებით:

ფორუმი

XS
SM
MD
LG