თავდაცვის სამინისტროს ავტობუსი ავარიაში მოყვა, დაიღუპა ორი სამხედრო

შემთხვევის ამსახველი კადრი

ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა დასავლეთ საქართველოში, ქობულეთის შემოვლით გზაზე - თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ავტობუსი სატვირთო ავტომანქანას დაეჯახა.

შემთხვევა დღეს, 26 თებერვალს დილით, დაახლოებით 08:00 საათზე მოხდა.

დაღუპულები არიან:

  • მძღოლი, კაპრალ-სპეციალისტი ლევან აშორტია;
  • კაპრალი ლავრენტი მაკარაძე.

მათ გარდა, ავტობუსში არავინ იმყოფებოდა.

  • დაშავებულია სატვირთოს მძღოლი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (საავტომობილო უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც მსხვერპლი გამოიწვია). დეტალების გასარკვევად დანიშნულია ექსპერტიზაც.

რადიო თავისუფლებამ დეტალების გასარკვევად მიმართა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურსაც, მათგან დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.