შესაბამისი განცხადება მან თავის YouTube-ის არხზე გამოაქვეყნა.
ფეჰლევიმ აიათოლას რეჟიმი დაგმო არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, კატარის, ქუვეითის, ომანი, იორდანიის, ერაყისა და საუდის არაბეთის მიმართულებით რაკეტების გაშვებისთვის. მან თქვა: „ეს არის ისლამური რესპუბლიკის არსი და სწორედ ამიტომ უნდა დასრულდეს ის“.
„თითქმის ხუთი ათწლეულის განმავლობაში, ეს ტერორისტული რეჟიმი ჩვენს რეგიონში ქაოსსა და სისხლისღვრას თესავდა. ის მხარს უჭერდა [სირიის ყოფილ ლიდერ ბაშარ] ასადს და სირია სასაფლაოდ აქცია. მან შექმნა ჰეზბოლა, როგორც სახელმწიფო ლიბანის სახელმწიფოს შიგნით. მან შეაიარაღა ჰუთები არაბეთის ნახევარკუნძულის დესტაბილიზაციისთვის. მან გააძლიერა შეიარაღებული ფორმირებები ერაყში, ძირს უთხრიდა ერაყის სუვერენიტეტს. ის თავს დაესხა საუდის არაბეთის სამეფოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკურ ცენტრებს. ეს არასდროს ყოფილა ირანელი ხალხის სურვილი - ეს იყო რეჟიმის სურვილი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა დაიპყრო“, - თქვა ფეჰლევიმ.
ასევე ნახეთ "ირანში აიათოლების მარაგი ამოუწურავია, რაკეტებისგან განსხვავებით" - ჯონ ლი ანდერსონი ხამენეის მემკვიდრეობაზემისი თქმით, ახლა ვითარება შეიცვალა: ასადი გაიქცა სირიიდან, ჰეზბოლა „დამარცხეულია“, ირანის სამხედრო ბირთვულმა პროგრამამ „უკან დაიხია“, მისი ეკონომიკა კი „თავისუფალ ვარდნაშია“ - „ამ რეჟიმის საყრდენები ინგრევა“.
„ირანელმა ხალხმა ამ მომენტისთვის სისხლით გადაიხადა. რეჟიმმა სასაკლაო მოაწყო, სულ რაღაც ორ დღეში ათიათასობით ჩემი თანამემამულე მოკლა. მაგრამ ამან ხალხი არ გატეხა. სამაგიეროდ, თავად რეჟიმი იმსხვრევა. დღეს ისტორია გვახსენებს ჩვენს მომავალ პოტენციალს. რევოლუციამდე ირანი მჭიდროდ თანამშრომლობდა არაბ ლიდერებთან: მეფე ფეისალიდან შეიხ ზაიდამდე, მეფე ჰუსეინიდან პრეზიდენტ სადათამდე. ომანში მამაჩემი სულთან კაბუსს ეხმარებოდა ქვეყნის დაცვაში ამბოხებულებისგან. ჩვენ მაშინ ნამდვილი პარტნიორები ვიყავით. და ისევ ვიქნებით. ირანელმა ხალხმა მომიწოდა, რეჟიმის დაცემის შემდეგ გარდამავალ პერიოდს გავძღოლოდი. მე ეს პასუხისმგებლობა ავიღე“, თქვა ფეჰლევიმ.
მან განაცხადა, რომ საკუთარ ამოცანას ხედავს „მოწესრიგებული გარდამავალი პერიოდის უზრუნველყოფაში“, ქვეყნის სტაბილიზაციასა და ირანელებისთვის თავისუფალი საარჩევნო პროცესების მეშვეობით საკუთარი მომავლის განსაზღვრის შესაძლებლობის მიცემაში.
„ირანელებმა თავიანთი არჩევანისთვის უზარმაზარი საფასური გაიღეს. ახლა მე ვთხოვ ჩვენს მეგობრებს არაბულ სამყაროში, შემოგვიერთდნენ, რათა მოემზადონ ჩვენი გარდამავალი მთავრობის აღიარებისა და მასთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ ავაშენებთ ჩვენს ქვეყანას არა ექსპანსიის მიზნით, არამედ ირანელი ხალხის მსახურებისთვის. ჩვენ ავაგებთ დიპლომატიურ ურთიერთობებს არა იდეოლოგიის ექსპორტის, არამედ ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე. ჩვენ ხელახლა მოვახდენს რეგიონულ და გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციას, რათა გავაუმჯობესოთ ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობა“, ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ “მზად ხარ ხამენეისთვის სიკვდილზე წახვიდე?” - ირანული რბილი ძალის კვალი საქართველოში ასევე ნახეთ "ირანში აიათოლების მარაგი ამოუწურავია, რაკეტებისგან განსხვავებით" - ჯონ ლი ანდერსონი ხამენეის მემკვიდრეობაზე2025 წლის 28 დეკემბერს ირანში დაიწყო ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები. თავდაპირველად, მომიტინგეებმა წამოჭრეს მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებული იყო ეკონომიკურ კრიზისთან (ეროვნული ვალუტის, რიალის კოლაფსთან და სწრაფ ინფლაციასთან). მოგვიანებით, დაიწყო მთავრობის წინააღმდეგ ლოზუნგების გაჟღერება და მონარქიის აღდგენის მოწოდებები, რომელიც 1979 წლის ისლამური რევოლუციის შედეგად დაემხო. როგორც BBC News იტყობინება თვითმხილველებზე დაყრდნობით, ირანში ინტერნეტის გათიშვის შემდეგ უსაფრთხოების ძალებმა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) მომიტინგეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაუხსნეს ცეცხლი. ამერიკული საინფორმაციო სააგენტო Human Rights Activists News Agency-ს (HRANA) ცნობით, 7000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით 53 500 დააკავეს.
ამ ფონზე Axios-მა აშშ-ის ანონიმ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა უკვე გამართა საიდუმლო შეხვედრა რეზა ფეჰლევისთან, რომელიც ირანში რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში შესაძლო „გარდამავალ ლიდერად“ წარმოაჩენს თავს.
თებერვლის შუა რიცხვებში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში რეჟიმის შეცვლა „არის საუკეთესო რამ, რაც შეიძლება მოხდეს“.
28 თებერვალს ირანში დაიწყო ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ოპერაცია. მისი მსვლელობისას მოკლეს ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი. მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თეოლოგი ალირეზა არაფი.
მოგვიანებით ტრამპმა Axios-ს განუცხადა, რომ მას სურს, პირადად ჩაერთოს ირანის შემდეგი ლიდერის არჩევაში. მან აღიარა, რომ მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ყველაზე სავარაუდო მემკვიდრე მისი ვაჟი, მოჯტაბა ხამენეი არის და განაცხადა, რომ ასეთ შედეგს მიუღებლად მიიჩნევს, რადგან არ სურს ისეთი ლიდერის დანიშვნა, რომელიც ალი ხამენეის პოლიტიკას გააგრძელებს. „მე უნდა ვიყო ჩართული დანიშვნაში, ისევე როგორც დელსის [როდრიგესის] შემთხვევაში ვენესუელაში“, განაცხადა ტრამპმა. 6 მარტს მან ირანისგან უპირობო კაპიტულაცია მოითხოვა.
ასევე ნახეთ „საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა ფართოვდება“ - ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა ასევე ნახეთ სუსი ირანის გავლენაზე კვლევების ავტორების მოტივებით დაინტერესდა - გამოძიება დაიწყო ასევე ნახეთ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე თავდასხმას გეგმავდა - აზერბაიჯანის სუსი