უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების სპეციალისტთა ჯგუფი და ამ აპარატების დამჭერი დრონები გაგზავნა იორდანიაში ამერიკული სამხედრო ბაზების დასაცავად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განუცხადა ამერიკულ გამოცემა The New York Times-ს.
ზელენსკის ინფორმაციით, შეერთებული შტატებისგან დახმარების თხოვნა 5 მარტს მიიღეს და მეორე დღეს უკრაინელი სპეციალისტების ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა.
თეთრმა სახლმა არ უპასუხა The New York Times-ის შეკითხვას უკრაინისთვის დახმარების თხოვნის შესახებ.
უკრაინას ირანული წარმოების დრონებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს, რადგან მათ რუსეთი აქტიურად იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომში.
ასევე ნახეთ გენერალი მარკ კიმიტი: „დიდი ალბათობით, ომის მეხუთე წლისთავსაც ვიხილავთ“როგორც The New York Times-ი წერს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის გამო არსებობს უკრაინაში მიმდინარე ომიდან მსოფლიოს ყურადღების გადატანის რისკი და ამასთან, კიევს აძლევს დაგროვილი გამოცდილებისა და მოწინავე ტექნოლოგიების ახალ ფრონტზე გამოყენების შესაძლებლობას.
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინამ აშშ-ს და მის მოკავშირეებს შესთავაზა ირანული დრონებისგან დაცვაში დახმარება. პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, უკრაინას სურს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს დაეხმაროს, მაგრამ ეს დაბალანსებული უნდა იყოს თავადაც ომში მყოფი უკრაინის საჭიროებებთან.
The New York Times-ი წერს, რომ კიევს ქულების დაგროვების იმედი აქვს უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ-ის მონაწილეობით რუსეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებში. გასულ კვირაში პრეზიდენტმა ტრამპმა ისევ განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმებას ზელენსკი აფერხებს.
ასევე ნახეთ აშშ-ის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ რუსეთი ირანს სადაზვერვო მონაცემებს აწვდის