რეზოლუცია ფოკუსირებულია ელენე ხოშტარიაზე, - რომელიც 2025 წლის 15 სექტემბრიდანაა პატიმრობაში და ოთხი სხვადასხვა ბრალდება აქვს წაყენებული, - თუმცა მასთან ერთად სხვა არაერთ პოლიტიკოსს უწოდებს „პოლიტიკურ პატიმარს“.
რეზოლუციის მიღებამდე, ევროპარლამეტში ამ საკითხზე 11 მარტს გამართული დებატების შინაარსის შეფასებისას სადავო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ “სამარცხვინოა, როცა დებატები მოძალადეს ეძღვნება და მოძალადის გაგმირებას ცდილობენ“.
რეზოლუცია „მკაცრად გმობს ოპოზიციისა და აქტივისტების დევნას“ და მოითხოვს ელენე ხოშტარიას და სხვა დაკავებულთა „დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას“.
ევროპარლამენტი ამავე რეზოლუციით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „გააუქმოს შემზღუდავი კანონები“.
ევროპარლამენტი „დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ეროვნული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების ბრალდებების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს“.
ევროპარლამენტი ასევე მოითხოვს „დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ სანდო ცნობების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას".
"ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში რუსეთის, ჩინეთისა და ირანის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების მზარდი გავლენების გამო, რაც დიდი რაოდენობით კვლევებში დასტურდება".
ასევე შეშფოთებას გამოხატავს მსგავსი კვლევების ავტორების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების გამო.
ასევე ნახეთ სუსი ირანის გავლენაზე კვლევების ავტორების მოტივებით დაინტერესდა - გამოძიება დაიწყო"კერძოდ ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის ავტორის, გიორგი კანდელაკის და თინათინ ხიდაშელის წინააღმდეგ. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს გამოხატვის თავისუფლება, აკადემიური თავისუფლება და დამოუკიდებელი კვლევის უფლება“.
რეზოლუციაში ღრმა შეშფოთებაა გამოხატული "ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, რომელიც ოთხ წელზე მეტია, ფაქტობრივად ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალია, განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო“.
რეზოლუციის საერთო ტექსტზე შეჯერდნენ პოლიტიკური ჯგუფები:
- „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ (S&D);
- „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების“ ჯგუფი (ECR);
- „განაახლე ევროპა“ (Renew);
- „მწვანეები“/„ევროპული თავისუფალი ალიანსი“ (Greens/EFA);
- „მემარცხენე ჯგუფი“ (the Left Group).
ამ რეზოლუციით ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, დააწესონ მიზნობრივი ფინანსური სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც „პასუხისმგებელი არიან პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე“.
რეზოლუციაში ნახსენებია დაპატიმრებული ჟურნალისტი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი; ის მოხსენიებულია, როგორც „კიდევ ერთი სინდისის პატიმარი, დაჯილდოებული სახაროვის პრემიით 2025 წელს“.
ხოშტარია, რომელიც პარტია „დროას“ დამფუძნებელია, 15 სექტემბერს დააკავეს, - თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წინა დღეს გაკეთებული წარწერისთვის: „რუსული ოცნება“.
დაკავებიდან ორ თვეში, 6 დეკემბერს, მას კიდევ სამი ბრალდება წაუყენეს: საბოტაჟი, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის მხარდაჭერა
15 წლამდე პატიმრობის საფრთხეს მან უპასუხა ციხიდან გამოგზავნილი წერილით, რომელშიც ეწერა: „წერეთ და იკითხეთ, რუსებო!“
დებატები ევროპარლამენტში
რეზოლუციის მიღებამდე ევროპარლამენტში 11 მარტს, გვიან ღამით საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.
ასევე ნახეთ დებატები ევროპარლამენტში - "ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტპატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში"12 მარტს რეზოლუციის მიღებამდე, მედიასთან საუბარში სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა ევროპარლამენტში გამართული დებატებზე, რომელიც შეეხებოდა „ელენე ხოშტარიას საქმესა და პოლიტიკურ პატიმრებს „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“. ამის გამო მან ევროპარლამენტის სხდომა საბჭოთა კავშირში გამართულ სახალხო დეპუტატთა ყრილობას შეადარა.
ასევე ნახეთ პაპუაშვილმა კრიტიკული დებატებისა და რეზოლუციის გამო ევროპარლამენტი საბჭოთა ყრილობას შეადარა