ზურა ჯაფარიძე და ნიკოლოზ წიქარიძე - მარჯვნივ თუ მარცხნივ?

პოლიტიკოსი ზურა გირჩი ჯაფარიძე თავს მემარჯვენედ მიიჩნევს, მისთვის ინდივიდუალური თავისუფლებები პირველ ადგილზე დგას. არქეოლოგი ნიკოლოზ წიქარიძე კი - მემარცხენეა. ის ახალი პოლიტიკური მოძრაობის წევრია „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ და სოციალურ სამართლიანობაზე ოცნებობს.

ზურა და ნიკოლოზი საკამათოდ ერთმანეთს რადიო თავისუფლების სტუდიაში შეხვდნენ.

პროექტის შესახებ: რადიო თავისუფლების გადაცემების ციკლი, სადაც ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან ადამიანები განსხვავებული მსოფლმხედველობითა და შეხედულებებით. გადაცემის მონაწილეებს საშუალება აქვთ ღიად, გულწრფელად და არგუმენტირებულად ისაუბრონ.

პროექტის ავტორებს გვჯერა, რომ წინააღმდეგობრივი შეხედულებების მიუხედავად და მით უფრო ამიტომ, მნიშვნელოვანია აზრების გაცვლა და საერთოს გამონახვა.