ამის შესახებ იტყობინება Reuters-ი, რომელიც იმოწმებს კომენტარს, რომელიც რაიტმა CNN-ს მისცა:
„მე ვიტყოდი, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ჩვენ სამხედრო ოპერაციაზე და პრობლემის გადაჭრაზე ვართ ორიენტირებული“, - უთხრა რაიტმა CNN-ს, როდესაც ჰკითხეს, მიაღწევს თუ არა ფასი 200 დოლარს.
ამ დონეს ფასმა შეიძლება მიაღწიოს, თუ ომი გაგრძელდება, განაცხადა წინა დღეს ირანელმა ოფიციალურმა პირმა.
ასევე ნახეთ ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბარაიტმა ხუთშაბათს ასევე CNBC-ს განუცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალებს ამჟამად არ შეუძლიათ გემების ესკორტირება ჰორმუზის სრუტეში, მაგრამ „საკმაოდ სავარაუდოა“, რომ ეს თვის ბოლომდე შესაძლებელი გახდეს.
აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციაზე საპასუხოდ, ირანმა დაიწყო ცეცხლის დაშენა სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებისთვის, სადაც აშშ-ის ბაზებია.
ასევე ნახეთ 23 ქართველი მეზღვაური იყო ტანკერზე, რომელსაც ერაყის წყლებში ირანი დაესხა თავსიბომბება ასევე ისრაელის ობიექტები. ამასთან ერთად, ირანმა გადაკეტა ჰორმუზის სრუტე, რომელიც დღიურად ატარებს 20 მილიონ ბარელ ნავთობს, რაც, 2024 წლის მონაცემებით, მსოფლიო მოხმარების 20 პროცენტია. ამას გარდა, სრუტის გავლით გადის მსოფლიო თხევადი გაზის მეხუთედი.
ასევე ნახეთ ირანი ჰორმუზის სრუტის დაკეტვას ცდილობს და ნავთობის ფასის 200 დოლარამდე გაზრდით იმუქრება
ამ კვირის დასაწყისში მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 120 აშშ დოლარს გადააჭარბა, თუმცა შემდეგ ფასები შედარებით სტაბილური გახდა და 100 დოლარზე ქვემოთ ჩამოვიდა.
ტანკერებსა და ნავთობის ობიექტებზე მორიგი დარტყმების ფონზე, 12 მარტს დილით აზიის ბირჟებზე Brent-ის მარკის ბარელი ნავთობის ფასმა ისევ 100 დოლარს გადააჭარბა.
ასევე ნახეთ შემთხვევითი რიცხვები, სპარსული შიფრი: იდუმალი სიგნალი ნუსხავს რადიომოყვარულებს და დაზვერვის ექსპერტებსაც ასევე ნახეთ “აშშ-სთვის მისაღებია ირანი, რომელიც ამერიკის ორბიტაზე იმოძრავებს” – პოლკოვნიკი მაილს კაგინსი