ინდოეთმა ჰორმუზის სრუტეში თავისი რამდენიმე გემის გავლის შემდეგ მეტი ტანკერის გატარება ითხოვა

გემები სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტის მახლობლად. 12 მარტი, 2026 წელი

ინდოეთმა თავისი 22 გემის ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლის უზრუნველყოფა ითხოვა.

ისინი სრუტის დასავლეთ ნაწილში არიან გაჩერებული, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა 14 მარტს მას შემდეგ, რაც ირანმა რამდენიმე ინდურ გემს გავლის უფლება მისცა, რაც სრუტის ჩაკეტვის პირობებში იშვიათი გამონაკლისია.

რანდჰირ ჯაისვალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ინდოეთი კონტაქტს ინარჩუნებს ახლო აღმოსავლეთის ყველა მთავარ მხარესთან - მათ შორის სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთან, ირანთან, აშშ-თან და ისრაელთან - რათა განუცხადოს მათ თავისი პრიორიტეტები, განსაკუთრებით ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში.

თეირანის ელჩმა ინდოეთში, მოჰამედ ფათალიმ, დაადასტურა, რომ ირანმა ზოგიერთ ინდურ გემს ჰორმუზის სრუტეში გავლის უფლება მისცა. მან ეს განცხადება ტელეარხ India Today-ის ეთერში გააკეთა ნიუ დელიში.

მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის დაბომბვა დაიწყეს 15 დღის წინ, თეირანმა დიდწილად შეაჩერა მოძრაობა სრუტეში, რომელიც მის სანაპიროს ეკვრის და რომლის მეშვეობითაც მსოფლიო ნავთობისა და საზღვაო თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით 20% გადის სხვადასხვა ქვეყნებში.

სრუტის ჩაკეტვამ ინდოეთისთვის ათწლეულების განმავლობაში საწვავის ყველაზე მძიმე კრიზისი მოიტანა.


ინდოეთი BRICS-ის იმ ქვეყნების ჯგუფის ამჟამინდელი თავმჯდომარეა. გაერთიანებაში, გაფართოების შემდეგ შედიან თავდაპირველ ქვეყნებთან, ბრაზილიას, რუსეთს, ინდოეთს, ჩინეთს და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთან ერთად ირანი და სხვები.

ასევე ნახეთ შეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობს სანქციები დროებით მოუხსნა
ასევე ნახეთ ტრამპი აცხადებს, რომ „ბევრი ქვეყანა“ გაგზავნის სამხედრო გემებს ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით