„წარმოუდგენელ იურიდიულ პრეცედენტებს ქმნის ოროსანთა ხელისუფლება. ბაჩო ახალაიამ "სასამართლოზე" თქვა "ივანიშვილი უნდა დაემხოს" და ამაზე აღძრეს საქმე, - წერს სოციალურ ქსელ Facebook-ში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, - ჯერ ერთი, ყველანაირი იურიდიული ნორმით სასამართლოზე ნათქვამი დაცულია და მასზე საქმის აღძვრა აკრძალულია და მეორე და მთავარი, თუ "ივანიშვილის დამხობა" კრიმინალია ე.ი. ბრიყვები ადასტურებენ, რომ ჯაყო როგორც დიქტატორი, არაფორმალური კი არა, მათ თავის სრულიად ოფიციალური მმართველია, რაც უხეშად ფეხქვეშ თელავს კონსტიტუციას და საერთაშორისო ნორმებს, მაგრამ ქოცი რისი ქოცია, ყველაფერი თავზე რომ არ დაიმხოს. აბსოლუტურ ველურებს ჰყავთ საქართველო მძევლად აყვანილი და ყოველდღე მეტ და მეტ საოცრებას ჩადიან”.
ბაჩო ახალაიას ედავებიან მის წინააღმდეგ აღძრული სხვა საქმის (2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის ორგანიზება) დახურულ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას. ამ სხდომაზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ ადვოკატებს, პროკურორებსა და სასამართლოს შემადგენლობას.
ერთ-ერთ პროცესზე ბაჩო ახალაიამ თქვა, რომ მისი აზრით „[ბიძინა] ივანიშვილი არის დასამხობი ყველა შესაძლო გზით“.
„თუ დასჭირდება ძალა, დასამხობია ძალით, ივანიშვილთან ერთად დასამხობია რუსული საცეცები, რაც შეიძლება ფართო მასშტაბით საქართველოში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, ეს არის ერთადერთი გზა, იმისთვის, რომ დავამთავროთ ეს ჯოჯოხეთი, რომელშიც უკვე ორას წელზე მეტია გვამყოფებს რუსეთი. ჩვენ ივანიშვილს დავამხობთ, აუცილებლად დავამხობთ“, - თქვა ბაჩო ახალაიამ ჩანაწერის მიხედვით.
ასევე ნახეთ დახურულ სხდომაზე გაკეთებული განცხადების გამო ახალაიას წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრეს