ტრამპმა დროებით გააუქმა საზღვაო გადაზიდვების კანონი

1920 წელს მიღებული კანონი მიზნად ისახავდა ამერიკული გემთმშენებლობის ხელშეწყობას.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დროებით გააუქმა დიდი ხნის ”საზღვაო გადაზიდვების” შესახებ კანონი, რათა ხელი შეუწყოს ენერგიის ხარჯების შემცირებას. ენერგომატარებლები გაძვირდა, რაც აშშ-მა და ისრაელმა ერთობლივი საომარი მოქმედება დაიწყეს ირანის წინააღმდეგ.

ტრამპის მიერ 60-დღიანი “ჯონსის აქტის” შეღავათის გამოცემის გადაწყვეტილება ამ პერიოდში მოხსნის აკრძალვას უცხო ქვეყნის დროშით მცურავი გემებისთვის, რომლებიც ტვირთს აშშ-ის ნავსადგურებს შორის გადაზიდავენ.

1920 წელს მიღებული კანონი მიზნად ისახავდა ამერიკული გემთმშენებლობის ხელშეწყობას. მისი ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ის ხელს უშლის თავისუფალ ვაჭრობას და ზრდის მომხმარებლების ხარჯებს.

ტრამპის უახლესი გადაწყვეტილება „კიდევ ერთი ნაბიჯია ნავთობის ბაზარზე მოკლევადიანი დარღვევების შესამსუბუქებლად, რადგან აშშ-ის სამხედროები აგრძელებენ ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ მიზნების შესრულებას“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა განცხადებაში.

„ეს ქმედება საშუალებას მისცემს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებს, როგორიცაა ნავთობი, ბუნებრივი აირი, სასუქი და ქვანახშირი, თავისუფლად იმოძრაოს აშშ-ის პორტებში სამოცი დღის განმავლობაში“, - დასძინა ლივიტმა.

საავტომობილო ასოციაციის AAA-ს მონაცემების თანახმად, ომის დაწყებიდან აშშ-ში ბენზინის ფასები 27 პროცენტზე მეტით გაიზარდა.

ასევე ნახეთ

ბაბ-ელ-მანდების სრუტე - შემდეგი ცხელი წერტილი ირანის ომში?ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა ნატოს მისია არ არისშეერთებულმა შტატებმა რუსულ ნავთობს სანქციები დროებით მოუხსნადონალდ ტრამპი: ირანის შეჩერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნავთობის ფასების კონტროლიაშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ბარელი ნავთობის ფასი ვერ მიაღწევს 200 დოლარს