პატრიარქ ილია მეორეს სიონში, საკურთხეველთან დაკრძალავენ

სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის რვა პატრიარქია დაკრძალული

პატრიარქის განსასვენებელი ადგილი სიონში, მარცხნივ, საკურთხეველთან შეარჩიეს. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას დეკანოზმა გიორგი სანამაშვილმა მიაწოდა.

ილია მეორეს 22 მარტს დაკრძალავენ.

სიონი წლების განმავლობაში იყო საკათედრო ტაძარი. იქ არის დაკრძალული ყველა პატრიარქი, რომელიც საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ჰყავდა: კირიონ II (საძაგლიშვილი), ლეონიდე (ოქროპორიძე), ამბროსი (ხელაია), ქრისტეფორე III (ციცქიშვილი), კალისტრატე ცინცაძე, მელქისედეკ III (ფხალაძე), ეფრემ II (სიდამონიძე), დავით VI (დევდარიანი).

სიონის ტაძარი, ადგილი, სადაც საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს დაკრძალავენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს ეკლესიას 48 წლის განმავლობაში მართავდა.


ასევე ნახეთ „ერთი ამათგანი იქნება საქართველოს პატრიარქი“ - ილია II-ის ნახევარი საუკუნე