Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ერთი ამათგანი იქნება საქართველოს პატრიარქი“ - ილია II-ის ნახევარი საუკუნე

პატრიარქი ილია მეორე
პატრიარქი ილია მეორე

„ის იყო დიდი აღმშენებელი ჩვენი ეკლესიის, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. დიდია დღეს ჩვენი გლოვა...“

ამ სიტყვებით შეატყობინა 17 მარტს „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ შეკრებილ ჟურნალისტებსა და მრევლს პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის გარდაცვალება. 93 წლის პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენის გამო დილის სამი საათიდან კლინიკაში ჰყავდათ გადაყვანილი.

„დამთავრდა მზიანი ღამე. იწყება მზიანი მარადისობა“, - თბილისის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტი ადამის ეს სიტყვები მორწმუნეებმა აიტაცეს. მზიან ღამეს საკუთარი პატრიარქობა თავად ილია მეორემ შეადარა 2011 წელს, აღსაყდრების საიუბილეო წირვისას:

„ეს 34 წელი იყო წლე­ბი გან­საც­დე­ლი­სა, სი­ხა­რუ­ლი­სა და მწუ­ხა­რე­ბი­სა. ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რა შე­იძ­ლე­ბა ვუ­წო­დოთ ამ 34 წელს. მე მას მზი­ა­ნი ღამე ვუ­წო­დე, იყო ღამე, მაგ­რამ ღვთის მზე, ღვთის მად­ლი გზას გვი­ნა­თებ­და. ჩვენ ვა­შე­ნებ­დით ტაძ­რებს, ახ­ლაც ვა­შე­ნებთ, მაგ­რამ მთა­ვა­რი ეს არ არის, მთა­ვა­რი არის ის, რომ ჩვენ ავა­შე­ნეთ ღვთის წყა­ლო­ბით კიბე მი­წი­დან ზე­ცამ­დე და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ადის ამ კი­ბით. ამის­თვის ვმად­ლობთ უფალს“.

განსაცდელის, სიხარულის და მწუხარების კიდევ 14 წლის შემდეგ დასრულდა ილია II-ის თითქმის ნახევარსაუკუნიანი და რელიგიური ლიდერისთვის, მსოფლიოშიც კი ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მმართველობა.

ილია მეორე წირვისას
ილია მეორე წირვისას

ქვეყანაში, სადაც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებით, მოსახლეობის 83-85% მართლმადიდებელი ქრისტიანია, ის ყოველთვის რჩებოდა ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ფიგურად. პატრიარქს გავლენა არ დაუკარგავს მაშინაც კი, როცა ის ფიზიკურად უკვე ძალიან დასუსტებული იყო, საზოგადოება კი პოლარიზებული და პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირებული. გავლენას ინარჩუნებდა მაშინაც, როცა ამავე ეკლესიას საერო ხელისუფლების სადავო პოლიტიკის სიტყვით თუ უსიტყვოდ მხარდაჭერისა თუ სოციალური პრობლემების წაყრუებისთვის აკრიტიკებდნენ.

რა გზა განვლო საბჭოთა რეპრესიებისა და რელიგიის შევიწროების პერიოდში დაბადებულმა ირაკლი შიოლაშვილმა პატრიარქობამდე და როგორ გახდა თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი?

ირაკლიდან ილიამდე

შიოლაშვილები ეზოში რაღაცას აშენებენ. ბავშვებიც იქვე თამაშობენ. გიორგი შიოლაშვილი ფურცელზე ერთ წინადადებას დაწერს, ბოთლში ჩადებს და კედელში ჩააყოლებს. წლების შემდეგ გიორგის შვილი, ილია მეორე ჟურნალისტებთან იტყვის, რომ ფურცელზე ეწერა: „ერთი ამათგანი იქნება საქართველოს პატრიარქი“.

ილია მეორის მშობლები
ილია მეორის მშობლები

ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, მაშინდელ ორჯონიკიძეში დაიბადა. მშობლებმა, ღრმად მორწმუნე ქრისტიანებმა შვილი მონაზონს - ზოილე დვალიშვილს მოანათვლინეს.

შიოლაშვილები მოხევეები იყვნენ, სნოელი შიოლა ღუდუშაურის შთამომავლები. ამიტომაა, რომ პატრიარქს ხშირად ორი გვარით, ღუდუშაურ-შიოლაშვილით მოიხსენიებდნენ. ისიც ხანდახან საუბარში მოხეურ კილოს, ხასიათში კი ხევის სიმტკიცეს ურევდა.

ირაკლის ბავშვობა 1937 წლის რეპრესიებს, მეორე მსოფლიო ომსა და რელიგიის წინააღმდეგ კომუნისტების ბრძოლას ემთხვევა.

1952 წელს, სკოლის დამთავრების შემდეგ, სასულიერო სასწავლებლის გარეშე დარჩენილი საქართველოდან ირაკლი რუსეთში მიდის და სწავლას მოსკოვის სასულიერო სემინარიაში აგრძელებს.

სტუდენტობის წლებში ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ბერად აღკვეცის ცერემონიალზე დასწრება გვიყვარდაო - იხსენებდა მოგვიანებით. თავადაც მონასტერში სულ რაღაც 24 წლისა წავიდა.

ილია მეორე სტუდენტობისას
ილია მეორე სტუდენტობისას

ირაკლი შიოლაშვილი ბერად წარმოშობით უკრაინელმა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) აღკვეცა. იმ პერიოდში ბევრმა სასულიერო პირმა რუსეთიდან და უკრაინიდან თავი საქართველოს შეაფარა. მათი ნაწილი აფხაზეთის მთებში ცხოვრობდა და მსახურობდა, მათ შორის ზინობიც. მოგვიანებით ის თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გახდა, სადაც აღკვეცა კიდეც ბერად მომავალი პატრიარქი. მაშინ თბილისში მხოლოდ ორიოდე ტაძარი იყო ღია, მათ შორის ერთი - ნეველის სახელობის რუსული ეკლესია.

„ჩემს აღკვეცას არ ესწრებოდა არცერთი ქართველი. აი, ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში იყო საქართველოს ეკლესია...“ - ასე გაიხსენა პატრიარქმა ის დღე, როდესაც ბერად შეაყენეს და ილია (ღვთის ძალა) უწოდეს.

ილიადან - ილია II-მდე

1963 წელს, ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში, როცა რუსეთში ბევრი სემინარია, ტაძარი და მონასტერი დაიხურა, პატრიარქმა ეფრემ II-მ საქართველოში სასულიერო სასწავლებელი გახსნა საღვთისმეტყველო კურსებით. ამ სასწავლებლის დირექტორად დაინიშნა ბერი ილია, იმ მომენტისთვის უკვე არქიმანდრიტი.

1967 წელს ილია ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად აკურთხეს, სადაც ის 1977 წლამდე დარჩა. 1977 წლის ნოემბერში გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით მეხუთე (დევდარიანი). ეკლესიის ახალ მეთაურად კი მიტროპოლიტი ილია აირჩიეს. მან მიიღო წოდება უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი ილია მეორე.

ილია მეორე - პატრიარქობის ნახევარი საუკუნე ფოტოებში

ახალგაზრდა ილია მეორე (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაურ-შიოლაშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. ფოტო გადაღებულია 1967 წელს, ათი წლით ადრე პატრიარქად <a href="https://archive.gov.ge/ge/sruliad-sakartvelos-katolikos-patriarkis-ilia-ii-is-intronizatsia-1" target="_self" class="wsw__a">აღსაყდრებამდე.</a>
1/30 ახალგაზრდა ილია მეორე (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაურ-შიოლაშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. ფოტო გადაღებულია 1967 წელს, ათი წლით ადრე პატრიარქად აღსაყდრებამდე.
არქიმანდრიტი ილია შიოლაშვილი და დეკანოზი ვასილ ტაბატაძე. ფოტო გადაღებულია ბათუმში. სკოლის დამთავრების შემდეგ ირაკლი შიოლაშვილმა (შემდგომში ილია მეორე) სწავლა ჯერ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, შემდეგ - სასულიერო აკადემიაში. მიუხედავად ახალგაზრდობისა, თავიდანვე რთული გზა - შავი სამღვდელოება აირჩია. 1957 წელს 24 წლისა ბერად აღკვეცეს.
2/30 არქიმანდრიტი ილია შიოლაშვილი და დეკანოზი ვასილ ტაბატაძე. ფოტო გადაღებულია ბათუმში. სკოლის დამთავრების შემდეგ ირაკლი შიოლაშვილმა (შემდგომში ილია მეორე) სწავლა ჯერ მოსკოვის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, შემდეგ - სასულიერო აკადემიაში. მიუხედავად ახალგაზრდობისა, თავიდანვე რთული გზა - შავი სამღვდელოება აირჩია. 1957 წელს 24 წლისა ბერად აღკვეცეს.
ილია მეორის ინტრონიზაცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 1977 წლის 25 დეკემბერი. კადრი ვიდეოდან. 25 დეკემბერს, როდესაც სვეტიცხოველში აღსაყდრების რიტუალი ტარდებოდა საბჭოთა ხელისუფლებამ მცხეთაში შესასვლელი გზა გადაკეტა. ნებართვის გარეშე არც ტაძარში უშვებდნენ. თუმცა ხალხმა მაინც მოახერხა სვეტიცხოვლამდე ფეხით მისვლა და პოლიციის ჯაჭვის გარღვევაც.
3/30 ილია მეორის ინტრონიზაცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. 1977 წლის 25 დეკემბერი. კადრი ვიდეოდან. 25 დეკემბერს, როდესაც სვეტიცხოველში აღსაყდრების რიტუალი ტარდებოდა საბჭოთა ხელისუფლებამ მცხეთაში შესასვლელი გზა გადაკეტა. ნებართვის გარეშე არც ტაძარში უშვებდნენ. თუმცა ხალხმა მაინც მოახერხა სვეტიცხოვლამდე ფეხით მისვლა და პოლიციის ჯაჭვის გარღვევაც.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ატარებს პირველ წირვას. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, 1977 წლის 25 დეკემბერი. ეროვნული არქივი.
4/30 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ატარებს პირველ წირვას. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, 1977 წლის 25 დეკემბერი. ეროვნული არქივი.
ილია მეორე მრევლთან ერთად ტრაპეზის დროს.
5/30 ილია მეორე მრევლთან ერთად ტრაპეზის დროს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ერთ-ერთი საეკლესიო მსახურების დროს.
6/30 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ერთ-ერთი საეკლესიო მსახურების დროს.
ილია მეორე - შეხვედრა მრევლთან.
7/30 ილია მეორე - შეხვედრა მრევლთან.
ილია მეორე და ჯუმბერ პატიაშვილი. პატიაშვილი საქართველოს სსრ-ს ცკ-ს კომპარტიის პირველი მდივანი 1985-1989 წლებში.
8/30 ილია მეორე და ჯუმბერ პატიაშვილი. პატიაშვილი საქართველოს სსრ-ს ცკ-ს კომპარტიის პირველი მდივანი 1985-1989 წლებში.
ილია მეორე ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, მერაბ კოსტავას დაკრძალვაზე, 1989 წლის ოქტომბერი.
9/30 ილია მეორე ეროვნული გმირის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის, მერაბ კოსტავას დაკრძალვაზე, 1989 წლის ოქტომბერი.
სასტუმრო "მეტეხი-პალასის" პრეზენტაცია. 1991 წელი. წინა რიგში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ფოტოზე არიან - საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე. ეს იყო ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო საქართველოში, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გაიხსნა.
10/30 სასტუმრო "მეტეხი-პალასის" პრეზენტაცია. 1991 წელი. წინა რიგში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ფოტოზე არიან - საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე. ეს იყო ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო საქართველოში, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გაიხსნა.
სადილი საპატრიარქოში. ილია მეორე, ისტორიკოსი როინ მეტრეველი და სხვები.
11/30 სადილი საპატრიარქოში. ილია მეორე, ისტორიკოსი როინ მეტრეველი და სხვები.
ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრის საძირკვლის ჩასხმის და კურთხევის დროს. 1995 წელი.
12/30 ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრის საძირკვლის ჩასხმის და კურთხევის დროს. 1995 წელი.
ილია მეორე, ბორის ელცინი, რუსეთის პირველი პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991-1999 წლებში, და ედუარდ შევარდნაძე, 1995-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი. ელცინის ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში აფხაზეთის ომის შემდეგ. 1994 წელი.
13/30 ილია მეორე, ბორის ელცინი, რუსეთის პირველი პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991-1999 წლებში, და ედუარდ შევარდნაძე, 1995-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი. ელცინის ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში აფხაზეთის ომის შემდეგ. 1994 წელი.
ილია მეორე და ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს პრეზიდენტი 1995-2003 წლებში. ილია მეორე იყო ედუარდ შევარდნაძის ნათლია.
14/30 ილია მეორე და ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს პრეზიდენტი 1995-2003 წლებში. ილია მეორე იყო ედუარდ შევარდნაძის ნათლია.
ილია მეორე და თენგიზ კიტოვანი, საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1992-1993 წლებში. შუაში - ედუარდ შევარდნაძე, 1995-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი.
15/30 ილია მეორე და თენგიზ კიტოვანი, საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1992-1993 წლებში. შუაში - ედუარდ შევარდნაძე, 1995-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი.
ილია მეორე და რომის პაპი იოანე პავლე II (ის რომის პაპი იყო 1978-2005 წლებში). რომის პაპი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა 1999 წლის ნოემბერში. ოფიციალური ცნობებით, ამ შეხვედრის მიზანი იყო მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიის დიალოგი.<br><br>
16/30 ილია მეორე და რომის პაპი იოანე პავლე II (ის რომის პაპი იყო 1978-2005 წლებში). რომის პაპი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა 1999 წლის ნოემბერში. ოფიციალური ცნობებით, ამ შეხვედრის მიზანი იყო მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიის დიალოგი.

ილია მეორე და ზურაბ ჟვანია. ზურაბ ჟვანია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2004-2005 წლებში. <br><br>
17/30 ილია მეორე და ზურაბ ჟვანია. ზურაბ ჟვანია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2004-2005 წლებში.

ილია მეორე მრევლთან. სადღესასწაულო მსახურება. ბზობის დღესასწაული. 48 წლის წინ ახალ პატრიარქს დახვდა 34 მოქმედი ეკლესია, 4 მონასტერი, 80 სასულიერო პირი. წლების მერე ეს რიცხვები შთამბეჭდავად გაზრდილია. 2007 წელს, პატრიარქის აღსაყდრებიდან 30 წლის თავზე, საქართველოში უკვე 1500 მოქმედ ეკლესიას, 140 მონასტერს და 3200 სასულიერო პირს ითვლიდნენ.
18/30 ილია მეორე მრევლთან. სადღესასწაულო მსახურება. ბზობის დღესასწაული. 48 წლის წინ ახალ პატრიარქს დახვდა 34 მოქმედი ეკლესია, 4 მონასტერი, 80 სასულიერო პირი. წლების მერე ეს რიცხვები შთამბეჭდავად გაზრდილია. 2007 წელს, პატრიარქის აღსაყდრებიდან 30 წლის თავზე, საქართველოში უკვე 1500 მოქმედ ეკლესიას, 140 მონასტერს და 3200 სასულიერო პირს ითვლიდნენ.
ილია მეორე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გახსნის ცერემონიაზე. ფოტოზე ჩანს ნინო ბურჯანაძე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე 2001-2008 წლებში,  პრეზიდენტის მაშინდელი ყოფილი რწმუნებული ქვემო ქართლში ლევან მამალაძე და თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა.
19/30 ილია მეორე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გახსნის ცერემონიაზე. ფოტოზე ჩანს ნინო ბურჯანაძე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე 2001-2008 წლებში, პრეზიდენტის მაშინდელი ყოფილი რწმუნებული ქვემო ქართლში ლევან მამალაძე და თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა.
ილია მეორე და მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი 2004--2013 წლებში. ფოტო გადაღებულია გელათის მონასტერში. 2004 წლის საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე სააკაშვილი პრეზიდენტად სიმბოლურად სწორედ ილია მეორემ აკურთხა.
20/30 ილია მეორე და მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი 2004--2013 წლებში. ფოტო გადაღებულია გელათის მონასტერში. 2004 წლის საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე სააკაშვილი პრეზიდენტად სიმბოლურად სწორედ ილია მეორემ აკურთხა.
ილია მეორე და ბადრი პატარკაციშვილი, ბიზნესმენი, ჰოლდინგ "ი-მედიას" დამფუძნებელი. 2008 წლის იანვარში, ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მას პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად ბრძოლის გაგრძელების ძალა ილია მეორესთან გამართულმა საუბარმა მისცა. რასაც მალე მოჰყვა საპატრიარქოს განცხადება, რომ მათ შორის, "პატრიარქისთვის აღსაყდრებიდან 30 წლისთავის მილოცვის გარდა არანაირ სხვა თემაზე საუბარს ადგილი არ ჰქონია”.
21/30 ილია მეორე და ბადრი პატარკაციშვილი, ბიზნესმენი, ჰოლდინგ "ი-მედიას" დამფუძნებელი. 2008 წლის იანვარში, ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მას პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად ბრძოლის გაგრძელების ძალა ილია მეორესთან გამართულმა საუბარმა მისცა. რასაც მალე მოჰყვა საპატრიარქოს განცხადება, რომ მათ შორის, "პატრიარქისთვის აღსაყდრებიდან 30 წლისთავის მილოცვის გარდა არანაირ სხვა თემაზე საუბარს ადგილი არ ჰქონია”.
ილია მეორე და ვლადიმირ პუტინი,<strong> </strong>რუსეთის პრეზიდენტი, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი 2013 წლის 23 იანვარს შეხვდა ნოვოოგარევოს საპრეზიდენტო რეზიდენციაში - „მინდა გადმოგცეთ დიდი მოკითხვა ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრისგან. ის გააკეთებს ყველაფერ აუცილებელს და შესაძლებელს, რათა დაალაგოს ურთიერთობები ყველასთან“,  - ასე მიმართა ილია მეორემ პუტინს.
22/30 ილია მეორე და ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი, რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი 2013 წლის 23 იანვარს შეხვდა ნოვოოგარევოს საპრეზიდენტო რეზიდენციაში - „მინდა გადმოგცეთ დიდი მოკითხვა ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრისგან. ის გააკეთებს ყველაფერ აუცილებელს და შესაძლებელს, რათა დაალაგოს ურთიერთობები ყველასთან“, - ასე მიმართა ილია მეორემ პუტინს.
ილია მეორე ხის დარგვის დროს. ფოტო, სავარაუდოდ, გადაღებულია ბათუმში.
23/30 ილია მეორე ხის დარგვის დროს. ფოტო, სავარაუდოდ, გადაღებულია ბათუმში.
ილია მეორე და რიჩარდ მაილსი. ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში 2002-2005 წლებში. მას ელჩობა მოუწია "ვარდების რევოლუციის" შემდგომ პერიოდში. ის აქტიურად უჭერდა მხარს თავისუფალ არჩევნებს, მედიის განვითარებას და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
24/30 ილია მეორე და რიჩარდ მაილსი. ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში 2002-2005 წლებში. მას ელჩობა მოუწია "ვარდების რევოლუციის" შემდგომ პერიოდში. ის აქტიურად უჭერდა მხარს თავისუფალ არჩევნებს, მედიის განვითარებას და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
ილია მეორე და "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საგურამოში ილია ჭავჭავაძის 175 წლის იუბილეზე. 2012 წელი.
25/30 ილია მეორე და "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საგურამოში ილია ჭავჭავაძის 175 წლის იუბილეზე. 2012 წელი.
ილია მეორე და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დროს ქუთაისში, 2016 წლის 18 ნოემბერს.
26/30 ილია მეორე და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დროს ქუთაისში, 2016 წლის 18 ნოემბერს.
ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრის გახსნაზე, ტაძარი ოფიციალურად აკურთხა ილია მეორემ. ტაძრის გახსნის</br>ცერემონიას ესწრებოდნენ ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი.
27/30 ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრის გახსნაზე, ტაძარი ოფიციალურად აკურთხა ილია მეორემ. ტაძრის გახსნის
ცერემონიას ესწრებოდნენ ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილი.
ილია მეორე და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ მიტინგზე. 2019 წლის 9 აპრილი.
28/30 ილია მეორე და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. 1989 წლის 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ მიტინგზე. 2019 წლის 9 აპრილი.
ილია მეორე და ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი 2024 წლიდან დღემდე.
29/30 ილია მეორე და ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი 2024 წლიდან დღემდე.
ილია მეორე საკუთარ დაბადების დღეზე, საპატრიარქოში, 2026 წლის 4 იანვარს, როცა ის 93 წლისა გახდა.
30/30 ილია მეორე საკუთარ დაბადების დღეზე, საპატრიარქოში, 2026 წლის 4 იანვარს, როცა ის 93 წლისა გახდა.
Previous slide
Next slide

ახალ პატრიარქს დახვდა 34 მოქმედი ეკლესია, 4 მონასტერი და 80 სასულიერო პირი. თავად ასე აღწერდა ამ მდგომარეობას: ერთ-ერთმა სასულიერო პირმა თქვა, პატრიარქმა სუდარაგადაფარებული ეკლესია ჩაიბარაო.

პატრიარქის აღსაყდრებიდან 30 წლისთავზე, საქართველოში უკვე 1500 მოქმედ ეკლესიას, 140 მონასტერს და 3200 სასულიერო პირს ითვლიდნენ.

ბრძოლა ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის

1979 წლის მაისში ილია მეორე დელეგაციით კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში ჩადის და სამი საკითხის განხილვა ითხოვს. ესენია: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია; ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტული; საქართველოს ეკლესიის ადგილი მართლმადიდებლურ ეკლესიათა დიპტრიხში.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია რუსეთმა 1811 წელს გააუქმა და 1917 წლამდე მას რუსი ეგზარქოსები მართავდნენ. 1917 წელს ავტოკეფალია აღდგა. თუმცა მსოფლიო საპატრიარქოს ეს არ ჰქონდა აღიარებული.

კონსტანტინოპოლის ეკლესიამ ისტორიული დოკუმენტები მოითხოვა. ეს დოკუმენტები საპატრიარქომ ქართველი მეცნიერების დახმარებით შეაგროვა.

11 წლის შემდეგ, 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქო ცენტრი აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას და ცნობს ეკლესიის მეთაურის საპატრიარქო ტიტულს.

გარდამტეხი წლები

ჩაბნელებულ ტაძარში რამდენიმე მოხუცი დგას. რელიგიურობა სულ მცირე უცნაურობად აღიქმება, შეიძლება ხელისუფლების მხრიდან დევნის საბაბიც გახდეს. სახარება არ იშოვება, სხვა რელიგიური ლიტერატურა მით უმეტეს. ხალხში ბუნდოვნად არის შემორჩენილი რელიგიური დღესასწაულების თარიღები და რამდენიმე რიტუალი, მაგალითად, სანთლის დანთება ან ბავშვის მონათვლა.

ასეთი იყო ქართული ეკლესია კომუნისტურ 80-იან წლებში. ეროვნული მოძრაობის დაწყებასთან ერთად ეკლესიას მრევლი შეემატა, სამღვდელოებას - ახალგაზრდები, გაიხსნა ძველი მონასტრები, აშენდა ახლები.

სამების ტაძარი
სამების ტაძარი

პატრიარქი ხალხმა გაიცნო, განსაკუთრებით 1989 წლის 9 აპრილს, როდესაც ილია მეორე, დარბევის დაწყებამდე, მომიტინგეებთან მივიდა და ქაშვეთში სალოცავად გადასვლა სთხოვა. მას არ დაუჯერეს.

1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და პატრიარქის ავტორიტეტი თანდათან ძლიერდება. შენდება სამების საკათედრო ტაძარი. იხსნება თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემიები, თბილისის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, სასულიერო სემინარიები, ახალი ეპარქიები.

თავად პატრიარქიც მუშაობს - წერს ხატებს, ლოცვებს, საგალობლებს.

კონკორდატი

2002 წლის 14 ოქტომბერს, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება დაიდო, რითაც ხელისუფლებამ აღიარა მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი სახელმწიფოს ისტორიაში. სახელმწიფომ ცნო, რომ:

1) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ისტორიულად ჩამოყალიბებული საჯარო სამართლის სუბიექტია;

2) საქართველოს ტერიტორიაზე ეკლესიას ეკუთვნის ყველა მართლმადიდებლური ტაძარი, მონასტერი (მოქმედი და არამოქმედი), მიწის ნაკვეთები, ეკლესიებისა და მონასტრების გარშემო, ასევე სახელმწიფო მუზეუმებსა და საცავებში დაცული საეკლესიო საგანძური, რომლის დაცვასა და მოვლა-პატრონობას სახელმწიფო და ეკლესია ერთობლივად კისრულობენ.

ეს შეთანხმება დღემდე სადავოა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ კონკორდატი დისკრიმინაციულია რელიგიური უმცირესობების მიმართ.

სახელმწიფო საპატრიარქოს ყოველწლიურად სხვადასხვა მიზნისთვის, მათ შორის, საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, 25-იდან 60-მილიონამდე ლარს ურიცხავს.

კონფლიქტები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რუსული აგრესია საქართველოსა და უკრაინაში

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს პატრიარქი კონფლიქტის ზონაში შევიდა, ჩაიტანა ჰუმანიტარული დახმარება, იქიდან კი დაჭრილები წამოიყვანა. გადმოასვენა გარდაცვლილი სამხედროებიც.

2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ილია მეორემ ტვიტერზე დაწერა: „საომარი მოქმედებები უკრაინაში, რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გადაიქცევა მსოფლიო ტრაგედიად!“

ილია მეორემ აკურთხა საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრი „დავითიანი“, რომ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარება შეეგროვებინათ.

თუმცა მერე ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს კირილს ძველებურად მიულოცა დაბადებისა და აღსაყდრების დღეები, რამაც საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. ამას წინ უძღოდა ისიც, რომ საქართველოს ეკლესიამ თავიდან აირიდა ეცნო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია.

პატრიარქი ხშირად ლაპარაკობდა აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე, საქართველოს რეგიონებზე, რომლებიც რუსეთის მონაწილეობით 90-იან წლების საომარი კონფლიქტების შედეგად დასცილდა თბილისის მმართველობას.

„ის, რაც ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და სამაჩაბლოს (ცხინვალის რეგიონი) ოსებს შორის მოხდა, შედეგია პოლიტიკური ინტრიგებისა და მას ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობასთან საერთო არაფერი აქვს. ჩვენ გვაკავშირებს სისხლით ნათესაობა, საუკუნოვანი თანაცხოვრება, ნათელ-მირონობა, მეგობრობა და მრავალრიცხოვანი შერეული ოჯახები, რაც იძლევა იმედს იმისა, რომ ადრე თუ გვიან აღდგება და განახლდება ძველი ურთიერთობა და მეგობრობა აფხაზებთანაც და ოსებთანაც“, - თქვა მან 2011 წელს. იმავე წელს საქართველოს ერთიანობის სადემონსტრაციოდ სინოდმა ბიჭვინთისა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმთავრადაც პატრიარქი დაადგინა.

ილია მეორე ქადაგებისას
ილია მეორე ქადაგებისას

სიტყვებსა თუ წერილებში ილია მეორე ხშირად ახსენებდა ტერიტორიულ მთლიანობას. როდესაც 2010 წელს რუსეთის პატრიარქმა კირილმა სამხრეთ ოსეთის არაღიარებულ პრეზიდენტს დამოუკიდებლობის 20 წლისთავი მიულოცა, მასაც მისწერა: „მეტად სამწუხაროა და სრულიად გაუგებარია ასეთი ქმედება, რადგან ეს ნიშნავს საქართველოს ამ უძველეს მიწაზე (რასაც მთელი მსოფლიოც აღიარებს) ძალადობრივად არსებული სეპარატისტული რეჟიმის თქვენი მხრიდან გამოცხადებულ მხარდაჭერას და უკანონოდ გამოცხადებული „დამოუკიდებლობის“ აღიარებას“.

ილია მეორე რამდენჯერმე შეხვდა რუსეთის პატრიარქს, მიიჩნევდა, რომ ეს ვიზიტები „ურთიერთგაგებას და ძმური კავშირის გაძლიერებას“ მოემსახურებოდა. კირილთან მისი შეხვედრებს ყოველთვის მოსდევდა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება.

პატრიარქის ნათლულები

2008 წლის დასაწყისში ილია მეორემ დანერგა ტრადიცია - თუ წყვილი მესამე და შემდეგ ბავშვს გააჩენდა, მისი ნათლია, მშობლების სურვილის შემთხვევაში, თავად პატრიარქი ხდებოდა. დროთა განმავლობაში პატრიარქის ნათლულების რაოდენობამ 50 ათასს მიაღწია.

პატრიარქი და საერო ხელისუფლება

ბოლო წლების სოციალურ გამოკითხვებში პატრიარქს ყოველთვის ყველა პოლიტიკურ თანამდებობის პირზე მაღალი ნდობა და ყველაზე მაღალი დადებითი რეიტინგი ჰქონდა. მაგალითად, NDI-ის 2014 წლის კვლევით, ილია მეორე საქართველოში ყველაზე რეიტინგულ პირებს შორის 96%-ით ლიდერობდა;​ IRI-ის 2023 წლის მონაცემებით კი პატრიარქის რეიტინგი 91% იყო.

აღსაყდრებიდან გარდაცვალებამდე პატრიარქი შვიდ პირველ პირს მოესწრო - ისინი ყოველთვის ცდილობდნენ ხალხისთვის ეჩვენებინათ, რომ ეკლესიის მეთაურთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ.

ილია მეორე პარლამენტში, 2016 წელი.
ილია მეორე პარლამენტში, 2016 წელი.

ათიოდე წლის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში პატრიარქს ჰკითხეს, რამდენად ხშირად მიმართავდნენ მას რჩევით მთავრობის წევრები და შემდეგ რამდენად ითვალისწინებდნენ ამ რჩევას.

„მე არ მახსოვს არცერთი შემთხვევა. მე არ მახსოვს… ბატონი ედუარდ შევარდნაძე მგონი სწერს, მე ყველაფერს ვეკითხებოდიო თუ ვათანხმებდიო. მე არ მახსოვს არცერთი შემთხვევა“, - უპასუხა მან.

ილია მეორე და ედუარდ შევარდნაძე
ილია მეორე და ედუარდ შევარდნაძე

ილია II ერიდებოდა ღია პოლიტიკურ გზავნილებს, მკაფიოდ არ აკრიტიკებდა არც საქართველოს ამა თუ იმ მთავრობას, არც რუსეთს. საზოგადოების ნაწილი ღიად აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მხარი არ დაუჭირა ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას; არ ჰქონდა ცალსახა და მკაფიო პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომში; არ გამოხატა პოზიცია 2024 წლის დასასრულს საპროტესტო აქციებზე ნაცემი, დაზარალებული და მსჯავრდებული დემონსტრანტების მხარდასაჭერად.

„ეს პატრიარქის ჯვარია. [ხელისუფალი] შენი ერის მეთაურია. სათავეში დგას და მოგწონს-არ მოგწონს კეთილგანწყობილი უნდა იყო, რომ საერთო საქმე არ დაზიანდეს. ის ამას ახერხებდა. მღვდელს შეუძლია ბევრად უფრო თავისუფლად გამოხატოს თავისი პოლიტიკური შეხედულებები, პატრიარქი შეზღუდულია. აბა, რთული რატომ არის პატრიარქობა? იმიტომ რომ ბევრი ტაბუირებული თემაა და ბევრ რამეზე უნდა იფიქრო“, - უთხრა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდრემ (გალდავა) რადიო თავისუფლებას 2023 წელს. - „რუსეთს საქართველოს ორი ეპარქია აქვს ოკუპირებული. ასე ადვილად ვერ დაუწყებ ლანძღვა-გინებას. მას ბევრი ბერკეტი აქვს, რომ ეს ეპარქიები ეკლესიურად ჩამოგაჭრას. ჯერ არ აკეთებს ამას. ულტიმატუმებით დიდი ქვეყნები ლაპარაკობენ. როცა პატარა ქვეყანა ხარ ულტიმატუმებით ვერავის დაელაპარაკები“.

თუმცა ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის დაძაბულობაზე მაინც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ხელისუფლება უსმენდა და უთვალთვალებდა სასულიერო პირებს.

2021 წლის 12 სექტემბერს მედიებმა ანონიმურად მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, სადაც სასულიერო პირებთან დაკავშირებული ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული - ტექსტური ფაილები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ეს იყო სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუსი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.

საზოგადოების ნაწილი პატრიარქისადმი სკეპტიკურად იყო განწყობილი, თუნდაც იმის გამო, რომ არ ენდობოდნენ იმ სასულიერო პირებს, რომლებიც ეკლესიის სათავეში კომუნისტურ ეპოქაში აღმოჩნდნენ.

„იმ პერიოდის სასულიერო პირები, როგორც წესი, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის „მზრუნველობის“ ქვეშ იყვნენ... დღეს საპატრიარქოსთან არის დაკავშირებული ყველა ის ძალა, რომელიც იბრძვის დასავლეთის და დემოკრატიული ღირებულების წინააღმდეგ“, - უთხრა თეოლოგმა ბექა მინდიაშვილი რადიო თავისუფლებას 2023 წელს.

ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი ცეკას მდივანი და მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძეც ამბობს, რომ საბჭოთა კავშირში არა მარტო რაიკომის მდივნებს და ცეკას მდივნებს ამტკიცებდნენ, არამედ პატრიარქებსაც.

„საბჭოთა სტრუქტურების, არ გავშიფრავ რომელი სტრუქტურების, სურვილი ასეთი იყო, რომ საქართველოში არ უნდა ყოფილიყო ძლიერი კათოლიკოსი. მაშინ ყველაფერი ჩემზე არ იყო დამოკიდებული, მაგრამ რაც ჩემზე იყო, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ პატრიარქი გამხდარიყო ახალგაზრდა კაცი, განათლებული და თავის ხალხზე თავდავიწყებამდე შეყვარებული“, - თქვა შევარდნაძემ.

ილია მეორე სიცოცხლის ბოლო წლებში, 2023 წელი.
ილია მეორე სიცოცხლის ბოლო წლებში, 2023 წელი.

2017 წელს პატრიარქმა თავის მოსაყდრედ დაადგინა მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ბოლო წლებში მისი ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა, თუმცა მაინც თითქმის არასდროს აცდენდა წირვას. ლაპარაკიც უჭირდა, მაგრამ ცდილობდა, მრევლისთვის ორიოდე წინადადება ყოველთვის ეთქვა.

ილია მეორე აღდგომის მარხვაში გარდაიცვალა.

თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში ის ამბობს: „განა ნებისმიერ დროში ნებისმიერი აღმსარებლობის პიროვნებამ არ იცოდა და არ იცის, რომ ყოველივე წარმავალია: ახალგაზრდობაც და სილამაზეც, ჯანმრთელობაც და ავადმყოფობაც, სიმდიდრეც და სიღარიბეც, პატივიც, თანამდებობაც და თვით სიცოცხლეც?..“

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG