ნაკადი არ შეწყვეტილა არც უამინდობის და არც იმის მიუხედავად, რომ ღამის საათებში ადამიანებს ხანგრძლივ რიგებში უწევთ დგომა. თბილისში პატრიარქის პანაშვიდზე მთელი ქვეყნიდან ჩამოდიან.
ასევე ნახეთ „დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“ - როგორ შეიქმნა პატრიარქის საგალობლებიილია მეორის ცხედარი სამებაში 18 მარტს, დღის მეორე ნახევარში გადაასვენეს საპატრიარქოდან და მას შემდეგ მომლოცველთა ნაკადი არ შეწყვეტილა.
ხალხის დიდი ნაკადია ავლაბრის მეტროშიც, - ტაძართან ყველაზე ახლოს მდებარე მეტროსადგურში.
პარასკევს საღამოს, 20 მარტს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განაცხადა, რომ სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი ნაშუაღამევს, 2-დან 3 საათამდე დროებით დაიხურება.
მიზეზად სამსახური ტაძრის მოწესრიგების საჭიროებას ასახელებს.
„ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია ასეთი ნაკადის პირობებში“ - წერია განცხადებაში.
ასევე ნახეთ ილია მეორის პანაშვიდი სამების ტაძარში - განახლებადიპანაშვიდები ხვალ, შაბათს, 21 მარტს დასრულდება.
პატრიარქს კვირას, 22 მარტს დაკრძალავენ სიონის ტაძარში - მისი განსასვენებელი ადგილი ტაძარში, მარცხნივ, საკურთხეველთან შეარჩიეს. სიონი წლების განმავლობაში იყო საკათედრო ტაძარი.
ასევე ნახეთ რა შეზღუდვები დაწესდება სამების ტაძარში კვირას, პატრიარქის გამოსვენების დღესიქ არის დაკრძალული ყველა პატრიარქი, რომელიც საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ჰყავდა: კირიონ II (საძაგლიშვილი), ლეონიდე (ოქროპორიძე), ამბროსი (ხელაია), ქრისტეფორე III (ციცქიშვილი), კალისტრატე ცინცაძე, მელქისედეკ III (ფხალაძე), ეფრემ II (სიდამონიძე), დავით V (დევდარიანი).
ასევე ნახეთ პატრიარქ ილია მეორეს სიონში, საკურთხეველთან დაკრძალავენ