„ტაძარში შესვლაზე იქნება გარკვეული შეზღუდვები, მხოლოდ საშვებით იქნება დაშვება. სასულიერო პირებიც შეზღუდულად იმსახურებენ წირვის დროს და შესვლა იქნება მხოლოდ საშვებით. ეზოში მოქალაქეები, დიდი ალბათობით, ჩვეულებრივად იქნებიან. ეგეც გაირკვევა, დადგენის პროცესია როგორ იქნება პროტოკოლი“, - უთხრა ჟურნალისტებს არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.
რადიო თავისუფლებამ დამატებით რამდენიმე დეტალის გარკვევა შეძლო:
- სპეციალური წესის ამოქმედებამდე სამების ტაძარში ეტაპობრივად შეიზღუდება პანაშვიდზე მიმსვლელთა შესვლა - თუმცა როდიდან ამოქმედდება შეზღუდვა ჯერ უცნობია;
- სამების ეზოში, ცენტრალური შესასვლელის კიბეების ზემოთ, ორივე მხარეს მოეწყობა სპეციალურ სივრცე ჟურნალისტებისთვის, რომელზე მოხვედრაც პრესსამსახურის გაცემული სპეციალური საშვებით იქნება შესაძლებელი;
- ჯერ უცნობია, რა წესები იმოქმედებს სამების ტაძრის ეზოში შემსვლელთათვის;
- სიონის ტაძარშიც, სადაც პატრიარქი უნდა დაკრძალონ, მედიას და რიგით მოქალაქეებს არ შეუშვებენ. მედიისთვის ეზოს გარეთ მოეწყობა სპეციალური სივრცე.
- 17 მარტს, გვიან საღამოს 93 წლის ასაკში თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი;
- სინოდის გადაწყვეტილებით, მას კვირას, 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ;
- კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა;
- საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო ქვეყანა სამძიმრის წერილებს იღებს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებისაგან და მაღალი თანამდებობის პირებისგან;
- სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდზე მოქალაქეთა უწყვეტი რიგებია. ტაძარი დღე-ღამის განმავლობაში ღიაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახანგრძლივებული ვადით მუშაობს.
ფორუმი