სუსის მიერ 23 მარტს გავრცელებული განცხადების თანახმად, კვირას, 22 მარტს, დაახლოებით 14:30 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში ტერორისტული აქტების შესახებ ორი ანონიმური ზარი შევიდა - ცრუ შეტყობინებები.
ზარები იარაღსა და ნაღმზე და მუქარა
„ზარების ავტორი ამბობდა, რომ იმყოფებოდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორია“, - წერს სუსი.
- იმ დროისთვის „სამებაში“ იყო არაერთი ადამიანი, მათ შორის ქართველი თუ უცხოელი მღველმთავრები, მსოფლიო პატრიარქი, და ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები;
- იქ იყო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად, - პირადი მცველების გარემოცვაში;
- სამების სიახლოვეს კი ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. კვირა დღეს აურაცხელი ხალხი გამოვიდა ქუჩაში.
- ილია მეორე სამებიდან 14:40 საათზე გამოასვენეს.
მრევლი სამებაში 22 მარტს, პატრიარქის გამოსვენებამდე
სუსის განცხადებაში წერია, რომ ზარის ავტორის თანახმად, „თუ უახლოეს 20 წუთში არ მოხდებოდა ევაკუაცია, განხორციელდებოდა აფეთქება“.
კვირას ტაძარში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული იყო. ტაძარი 22 მარტს დილის 2-დან 8 საათამდე დახურული იყო.
საპატრიარქოს პრესცენტრის მიერ 21 მარტს გავრცელებული განმარტებით, დახურვა ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ დაეცვათ „დელეგაციების დასწრებიდან გამომდინარე უსაფრთხოების სტანდარტები“.
ასევე ნახეთ სამების ტაძარი ღამის ორ საათზე დაიკეტება, ხვალ დილიდან ხალხს მხოლოდ საშვებით დაუშვებენდააკავეს არასრულწლოვანი
სუსის თანახმად, ზარების ინიციატორმა კვალის დაფარვისა და მისი იდენტიფიცირების გართულების მიზნით, „შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით შეცვალა თავისი ხმა“.
ასევე, „გამოიყენა უცხო ქვეყნის ვირტუალური სატელეფონო ნომერი და დაფარა IP მისამართი“.
ამის მიუხედავად, ზარის ინიციატორს მიაკვლიეს, - კვირა საღამოს.
„გუშინ საღამოსვე შევძელით დანაშაულში მხილებული არასრულწლოვანი პირის იდენტიფიცირება და მასთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება“, - წერს სუსი.
მათ თანახმადვე, „ამოღებულია“ რამდენიმე ერთეული მობილური ტელეფონი, ლეპტოპები და „საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებები“.
არასრულწლოვანს ბრალად ედება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება.
სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი - 331-ე მუხლი - 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
„ვაფრთხილებთ ყველას, თითოეულ მსგავს ფაქტზე ჩვენი მხრიდან იქნება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, - აცხადებს უსაფრთხოების სამსახური.
--
კვირას, 2026 წლის 22 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე თბილისში, სიონის ტაძარში დაკრძალეს.
ასევე ნახეთ კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სიონის ტაძარში დაკრძალეს