Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამების ტაძარი ღამის ორ საათზე დაიკეტება, ხვალ დილიდან ხალხს მხოლოდ საშვებით დაუშვებენ

სამების ტაძარი დილის 2-დან 8 საათამდე დაიკეტება, შემდეგ კი მხოლოდ საშვებით მოხდება პირთა დაშვება. გარეკანზე: კადრი პირველი არხის პირდაპირი ეთერიდან
სამების ტაძარი დილის 2-დან 8 საათამდე დაიკეტება, შემდეგ კი მხოლოდ საშვებით მოხდება პირთა დაშვება. გარეკანზე: კადრი პირველი არხის პირდაპირი ეთერიდან

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, სამების საპატრიარქო ტაძარი ნაშუაღამევს, 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე დაიკეტება.

ტაძარი დაიკეტება, რათა „მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიისათვის, ასევე, რათა დაცულ იქნეს დელეგაციების დასწრებიდან გამომდინარე უსაფრთხოების სტანდარტები“, - წერია განცხადებაში.

სტატია 15:30 საათზე განახლდა საპატრიარქოს განცხადებისა და დროის დაზუსტების შემდეგ.

კვირას, დილის 8:00 საათიდან კი ტაძარში მლოცველებს მხოლოდ საგანგებო საშვებით დაუშვებენ.

საპატრიარქო აცხადებს, რომ ეს მათგან „დამოუკიდებელი, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე“ მოხდება.

წირვა კი დაიწყება დილის 09:00 საათზე - ღვთისმსახურებას აღასრულებს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), - სინოდის წევრებთან ერთად.

  • მანამდე, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დღესაც მთელი დღე-ღამის განმავლობაში გაგრძელდებოდაა სამოქალაქო პანაშვიდები.
  • მიტროპოლიტი ნიკოლოზის თქმითვე, სავარაუდოდ, ტაძარი კვირას დილაადრიან, 6-7 საათისთვის დაიკეტებოდა, რათა წირვისთვის მოემზადონ, წირვა კი 9 საათზე დაიწყება.
  • თუმცა მიტროპოლიტი ასევე გვეუბნებოდა, რომ რეგულაციები ყოველ წუთში იცვლება, რადგან სინოდის წევრები ხშირად იკრიბებიან და მსჯელობენ სხვადასხვა საკითხზე.

პარალელურად, გამოცემა „ინტერპრესნიუსი“ წერდა, რომ სამების საკათედრო ტაძარში შესვლას მოქალაქეები 02:00 საათიდან 09:00 საათამდე ვერ შეძლებენ.

„ინტერპრესნიუსის“ თანახმად, დროის ამ მონაკვეთში მოქალაქეებს უფლება ექნებათ სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის ეზოში, გაჩერდნენ, თუმცა უშუალოდ ტაძარში ვერ შევლენ.

---

შაბათ-კვირას თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა.

მეტროსადგურებში ჩასულ მოქალაქეებს ტურნიკეტებთან ბარათის გატარება აღარ დასჭირდებათ.

მეტრო დილის 6 საათიდან ღამის 2 საათამდე იმუშავებს.

ამასთან, დღეიდან თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.

შეზღუდვა შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს.

2026 წლის 17 მარტს, საღამოს ათი საათისთვის, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. ის, თითქმის ნახევარი საუკუნე, 49 წელი იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG