უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა იუსტიციის მინისტრისთვის მიცემული დავალების შესახებ დღეს, 23 მარტს დაწერა სოციალური ქსელის, ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
ორბანის თანახმად, მთავრობის წევრის საუბრების მოსმენა „უნგრეთზე სერიოზული თავდასხმაა".
რა უძღოდა წინ ორბანის დავალებას
საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიიარტოს სატელეფონო საუბრების ფარულად მოსმენის შესახებ უნგრეთის პროსამთავრობო გამოცემა Mandiner-მა დაწერა. მისი ინფორმაციით, სიიარტოს უცხოეთის სპეცსამსახურები უსმენენ უნგრეთის ოპოზიციის წარმომადგენელთა დახმარებით.
გამოცემამ გამოაქვეყნა, მისი ინფორმაციით, ანონიმური წყაროსგან მიღებული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ჟურნალისტი საბოლჩ პანი ამბობს, რომ სიიარტოს ორი სატელეფონო ნომერი გადასცა ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანას.
პანიმ სააგენტო Reuters-ს დაუდასტურა, რომ მსგავსი შინაარსის საუბარი იყო, მაგრამ ის უბრალოდ, ტელეფონის ნომრებს ადარებდა ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის მონაცმებთან, როცა ამზადებდა საგამოძიებო მასალას სიიარტოს საქმიანობისა და რუსეთთან კავშირების შესახებ.
რაშია ეჭვმიტანილი თავად სიიარტო
ამერიკულმა გამოცემა The Washington Post-მა 21 მარტს დაწერა, რომ წლების განმავლობაში ორბანის მთავრობის წარმომადგენლები რუსეთს ინფორმაციას აწვდიდნენ ევროკავშირის სხდომების შესახებ. მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს რეგულარულად ურეკავდა სხდომებს შორის შესვენებების დროს და განხილულ საკითხებზე ანგარიშებს აძლევდა.
The Washington Post-ის ცნობითვე, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური განიხილავდა სცენარს, რომლის მიხედვითაც გაითამაშებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მკვლელობის მცდელობას, რათა გაზარდონ მისი პარტიის, Fidesz-ის რეიტინგი 12 აპრილს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ რუსეთისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ გავრცელებულ ცნობებს „ფეიკი“ უწოდა.
ასევე ნახეთ
WP: რუსეთს ორბანზე თავდასხმის ინსცენირებით სურდა მისი რეიტინგის გაზრდა არჩევნების წინრეაქციები ევროკავშირიდან
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ The Washington Post-ის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, 22 მარტს უნგრელ კოლეგა პეტერ სიიარტოს სოციალურ ქსელ X-ში თავისი ოფიციალური გვერიდან მიმართა და დაწერა, რომ „ეს ბევრ რამეს ხსნის“.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოაქვეყნა საპასუხო პოსტი, რომ ეს ტყუილია, რათა უნგრეთში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მეშვეობით ხელი შეუწყონ ოპოზიციური პარტია Tisza-ს მიერ „ომის მხარდამჭერი მარიონეტული მთავრობის შექმნას“.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა 22 მარტს განაცხადა, რომ „ორბანის ხალხის“ მიერ ევროკავშირის საბჭოს სხდომების შესახებ მოსკოვის ინფორმირება არავის უნდა გაუკვირდეს, რადგან დიდი ხანია ამის ეჭვი აქვთ და სწორედ ამიტომ, სხდომებზე სიტყვას ითხოვს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და ლაპარაკობს მხოლოდ იმდენს, რამდენიც საჭიროა.
გამოცემა Politico-მ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით 22 მარტს დაწერა, რომ უნგრეთის მთავრობის მიერ რუსეთის ინფორმირებასთან დაკავშირებული ეჭვების გამო ევროკავშირმა შეზღუდა უნგრეთის მიმართულებით კონფიდენციალური მასალების ნაკადი, გაერთიანების ლიდერები კი მცირე ჯგუფებად იკრიბებიან.
ამასთან, გამოცემა ხუთ ევროპელ დიპლომატსა და ოფიციალურ პირზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ რუსეთში ინფორმაციის გაჟონვაზე ევროკავშირის ოფიციალური პასუხი არ იქნება უნგრეთის არჩევნებზე შესაძლო გავლენის გამო.
ასევე ნახეთ
ტრამპმა უნგრეთის არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა ორბანს- უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უნგრეთმა, ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობისგან განსხვავებით, უარი თქვა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე, ხშირად აფერხებდა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მიღებას და არ შეწყვიტა რუსული ნავთობისა და გაზის შეძენა, რასაც უნგრეთის მთავრობა საკუთარი მოსახლეობის ინტერესებით ხსნის.
- უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც ხშირად აკრიტიკებს როგორც კიევს, ისე ბრიუსელის პოლიტიკას, კარგი ურთიერთობები შეინარჩუნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.