ისრაელში ირანის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა - მედია

ირანმა ისრაელს, 27 მარტს, რამდენჯერმე დაარტყა.

The Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელში ირანის სარაკეტო იერიშს ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა.

“ერთი ადამიანი დაიღუპა და სხვა რამდენიმე დაიჭრა ირანის ბალისტიკური რაკეტით დარტყმის შედეგად, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში, პარასკევს, გვიან”, - ადგილობრივი გამოცემა იუწყება, რომ დაღუპული 52 წლის კაცია, რომელიც არ იმყოფებოდა თავშესაფარში. ის დაცვის სამსახურში მუშაობდა და დაიჭრა მანამდეც, ირანის მხრიდან თავდასხმის შედეგად, ომის დაწყების პირველ დღეს.

The Times of Israel-ის ინფორმაციით, ირანმა პარასკევს ისრაელის ცენტრალურ ნაწილში გამოიყენა კასეტური იარაღი, რომელიც იშლება და შეუძლია ზიანის მიყენება ფართო არეალში.

იტყობინებიან, რომ კიდევ ორი ადამიანი დაშავდა, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში.

გამოცემის თანახმად, “ირანის ტერორისტული რეჟიმის” წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ირანის ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად, ისრაელში 16 მშვიდობიანი მოქალაქე და უცხოელი დაიღუპა.

ასევე ნახეთ ისრაელმა იემენიდან გასროლილი ორი რაკეტა გადაიტაცა

27 მარტს, ისრაელმა გაანეიტრალა იემენიდან გასროლილი ორი რაკეტა. ისრაელის არმიის თანახმად, რაკეტები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრებოდა იქამდე გაანეიტრალეს. ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

მანამდე, ირანის მხარდაჭერით მოქმედი ჰუსიტები, იემენიდან, იმუქრებოდნენ სამხედრო კონფლიქტში ჩართვის შესახებ - თუკი გაგრძელდებოდა თავდასხმები ირანზე ანდა თუკი მეტი ქვეყანა ჩაერთვებოდა ირანის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო ოპერაციაში.

  • 2026 წლის 28 თებერვალს ირანს ჯერ ისრაელმა დაარტყა; ხოლო რამდენიმე საათში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში „მასშტაბური სამხედრო ოპერაციები“ დაიწყო. მან ასევე თქვა, რომ თეირანის “ტერორისტულ რეჟიმს აღარასოდეს ექნება ბირთვული იარაღი!”.
  • 2 მარტს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამხედრო ოპერაციები უკვე წინ უსწრებს წინასწარ შემუშავებულ გრაფიკს. მისი პროგნოზი იყო, რომ აშშ-ის კამპანია, სავარაუდოდ, 4-5 კვირას გასტანდა, თუმცა არ გამორიცხა, რომ - უფრო მეტი დროც მოეთხოვა.


ასევე ნახეთ რუბიო: ირანში მიზნების შესრულება სახმელეთო ჯარის გარეშეა შესაძლებელი